უკან
კომენტარი
8 მაისი, 2017 14:30
საქართველოში ტურისტული მიზნებით ვიმყოფები - იური ლუჟკოვი
მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი საქართველოში ტურისტული მიზნებით იმყოფება.
როგორც იური ლუჟკოვმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში განაცხადა, ის თბილისში სომხეთიდან 4 დღის წინ ჩამოვიდა მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად.
მოსკოვის ყოფილმა მერმა უკვე მოინახულა ვარძია, უფლისციხე და გორში სტალინის სახლ-მუზეუმი.
ლუჟკოვი და მისი თანმხლები პირები სოფელ ქანდაში არამეულ ენაზე წირვასაც დაესწრნენ.