უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

2 ივნისი, 2020 12:35
font-size

საქართველოში ტურიზმი ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით გაიხსნება - მაია ცქიტიშვილი

ჩვენთვის აუცილებელია ეკონომიკის ყველა სექტორის, მათ შორის ტურიზმის აღდგენა, მაგრამ საჭიროა ტურიზმი აღდგეს ფრთხილად, გონივრულად, თანმიმდევრულად და ისეთი ტემპით, რის საშუალებასაც გვაძლევს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და რეგულაციები, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ტურიზმი ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით გაიხსნება და ტურისტები ორგანიზებულად შემოვლენ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლის დადებითი სტატისტიკით გამოირჩევიან.

„ჩვენ ე.წ. უსაფრთხო დერეფნების მეშვეობით გავხსნით ტურიზმს. აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ისრაელთან, ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და ასევე იმ ქვეყნებთან, რომლებიც ძალიან წარმატებით გაუძღვნენ ამ ბრძოლას და მათაც დაბალი რაოდენობა ჰყავთ ინფიცირებულების. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ამ ქვეყნებიდან შემოვიყვანოთ ტურისტები. პირველ რიგში, მათი ჩამოსვლა იქნება ორგანიზებული. ჩვენი ტურიზმის ადმინისტრაცია და ჯანდაცვის სამინისტრო დარწმუნდება, რომ სასტუმროებში დაცული იქნება წესები და გარდა ამისა, ტუროპერატორები პასუხისმგებელნი იქნებიან მათ მიერვე შემოყვანილი ტურისტების მოვლაზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შიდა ტურიზმის აღდგენაზე საუბრისას ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ უცილებელია უსაფრთხოების წესებისა და არსებული რეგულაციების დაცვა, მათ შორის მნიშვნელოვანია პირბადეების ტარება.

„თავდაპირველად შიდა ტურიზმის გახსნის თარიღად დასახელდა 15 ივნისი, თუმცა უკვე 8 ივნისიდან იქნება შესაძლებელი გაიხნას ის სასტუმროები, რომლებსაც ყველა სტანდარტი ექნება დაცული. ჩვენ გვაქვს უდიდესი იმედი, რომ პირველ რიგში, სანამ უცხოელებზე ვისაუბრებთ, ქართველ დამსვენებელსაც ექნება სურვილი, დაისვენოს ჩვენს კურორტებზე. გარდა ამისა, ალბათ მოვიდა დრო, რომ ჩვენც გავიცნოთ ჩვენი ქვეყანა და ბევრი ისეთი ადგილი მოვინახულოთ, სადაც გვინდოდა ჩასვლა, მაგრამ არ ვყოფილვართ“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არ შეყოვნდეს ეკონომიკის იმ სფეროების ეტაპობრივად გახსნა, რომელთა ამოქმედება თანმიმდევრულად არის შესაძლებელი.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ი ვენახებს განაახლებს

10 ივლისი, 2020 , 14:55

საქართველოს ბანკი ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერის კვალდაკვალ ბიზნესების წახალისებას განაგრობს. ამჯერად ბანკისა და მისი მრავალწლიანი პარტნიორის GWS-ის თანამშრომლობით თელავში, ყვარელში, ახმეტასა და მარტვილში 316 ჰა ზე კომპან

ხობში ჩინური ინვესტიციით პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია - ნათია თურნავა

10 ივლისი, 2020 , 11:10

ხობში ჩინური ინვესტიციით პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზად

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0600 ლარი გახდა

9 ივლისი, 2020 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0600 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0594 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

New York-ის deloittes-ის ოფისთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ და დისკუსიაში ქართველ ექსპერტთა ჯგუფი მოვიწვიეთ - ივანე მაჭავარიანი

8 ივლისი, 2020 , 14:20

შეხვედრის მიზანი იყო, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან, - ამის შესახებ საქართველო

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 12:20

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, - ამის შესახებ ს

საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს

8 ივლისი, 2020 , 11:30

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე