უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

29 მარტი, 2017 12:35
font-size

საქართველოში ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის მაღალჩინოსანი დააკავეს – იური ლუცენკო

საქართველოში, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იგორ კირიუშინი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მთავარმა პროკურორმა იური ლუცენკომ Facebook-ში პირად გვერდზე გაავრცელა.

მისი თქმით, კირიუშინის საქმეზე წინასასამართლო საგამოძიებო მოქემედება მიმდინარეობს და მას პრეზიდენტ იანუოვიჩის თანამზრახველობაში ედება ბრალი. საქმე ეხება "Укрнафта" და "Укргаздобыча"–დან 2 მილიარდზე მეტი უკრაინული გრივნას მითვისებაში.

ლუცენკოს თქმითვე, კირიუშინი საქართველოს ტერიტორიაზე 25 მარტს დააკავეს.

"დღეს კი, ქართულმა თემიდამ გადაწყვიტა, რომ კირიუშინი 90-დღიანი დროებით პატიმრობა შეუფარდოს, ვიდრე მისი უკრაინაში ექსტრადაცია არ მოხდება",–აღნიშნა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქის საქართველოში დაკავების შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის სამმართველო „თბილისის აეროპორტის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსვლისას, მიმდინარე წლის იანვრიდან კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული ი.კ. დააკავეს.

ი.კ.-ს ბრალად ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 191-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ქონების უკანონო მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“,-ნათქვამია განცხადებაში.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

პროკურატურამ „ზღვის ჰოსპიტალზე“ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

5 დეკემბერი, 2020 , 16:03

საქართველოს პროკურატურამ თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. „2020 წლის 1 დეკემბერს, ქ.თბილისში, ვარკეთილი 3-ის მე-4 მიკრორაიონში, ცეცხლსასროლი იარაღითა

შსს-მ „კოვიდ19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 991 ფაქტი გამოავლინა

5 დეკემბერი, 2020 , 12:15

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, მოქმედი რეგულაციების დარღვევის 991 ფაქტი გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით,

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს

5 დეკემბერი, 2020 , 11:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური სა

პოლიციამ ქუთაისში ავტომობილების გაქურდვის ფაქტი გახსნა, მხილებულია ორი არასრულწლოვანი

4 დეკემბერი, 2020 , 14:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შე

პროკურატურა ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს

4 დეკემბერი, 2020 , 12:39

ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თ.გ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე გამოძიება დასრულდა და სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოში წარიმ

თბილისის ზღვის ჰოსპიტლის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

3 დეკემბერი, 2020 , 16:30

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა დანაშ