უკან

კონფლიქტის ზონა

6 სექტემბერი, 2021 14:51
font-size

საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენები სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ

საქართველოში მყოფი აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზს ეწვივნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა და სამსახურის წამრმომადგენლებმა კონგრესმენებს დეტალურად გააცნეს ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებული მძიმე ვითარება.

„ამერიკელ კონგრესმენებს გავაცანით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ოძისის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარემო. აღნიშნული ვიზიტი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამერიკელი პარტნიორების, კერძოდ აშშ-ის კონგრესის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“,-აღნიშნა გიორგი საბედაშვილმა.

ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ წარმოებულ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე.

საუბარი, ასევე, ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციასა და ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებს შეეხო.

„ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ საქართველო არ არის მარტო და საქართველოს პარტნიორები მტკიცედ დგანან საქართველოს გვერდში, როგორც სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე კონკრეტული საკითების მოგვარების კუთხით უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ
სფეროებში,“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.

კონგრესმენებმა საოკუპაციო ხაზზე პირადად დასწრებისა და ადგილზე ოკუპაციის შესახებ ინფორმაციის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული ოკუპაციის საკუთარი თვალით ხილვა. აქ ვიზიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. მივესალმები ჩვენს მოწვევას. ჩემი აზრით მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და არსებული ვითარების საკუთარი თვალით ნახვა. ერთია წაიკითხო ამის შესახებ და მეორეა, ჩამოხვიდე და იხილო თუ როგორ გამოიყურება საოკუპაციო ზონა“,- აღნიშნა კონგრესმენმა ბრაიან სტილმა.

„ მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ არსებული ვითარების - ოკუპაციის ნახვა და მნიშვნელოვანია გავაგებინოთ რუსეთს, რომ ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს და ღრმად ვართ შეშფოთებულები იმ აგრესიით, რომელსაც აქ აქვს ადგილი. აქ სულ აშშ-ის ხუთი კონგრესმენი ვიმყოფებით იმის გამოსახატავად, რომ ჩვენ ვზრუნავთ საქართველოზე და მხარს ვუჭერთ მას,“ - განაცხადა კონგრესმენმა ალექს მუნიმ.

„ ერთია მოისმინო ამის შესახებ, მაგრამ მეორეა საკუთარი თვალით იხილო და უშუალოდ მოისმინო რუსეთის საქართველოში შემოჭრის საკითხის მნიშვნელობისა და მასშტაბის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ. უაღრესად მნიშვნელოვანია რომ აქ ჩამოხვიდე და თავად იხილო ყოველივე,“- განაცხადა კონგრესმენმა კელი არმსტრონგმა.

„ვფიქრობ მნიშვნელოვანია ჩვენი აქ ყოფნა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დანახვა. მნიშვნელოვანია ვნახოთ რა ხდება იმ ქვეყანაში, რომელთანაც მეგობრობა გვაკავშირებს, ასევე მნიშვნელოვანია ერთობლივად მუშაობა,“- აღნიშნა კონგრესმენმა როლანდ ესტესმა.

კონგრესმენებმა საქართველო-აშშ-ის მეგობრობაზე და აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერაზე გაამახვილეს ყურადღება.

„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ქართველების უფლებას, იყვნენ საკუთარ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ვართ საქართველოს, მისი მთავრობისა და დემოკრატიის მეგობარი ქვეყანა,“ - განაცხადა კონგრესის წარმომადგენელმა კეროლ მილერმა.

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი ოძისი მოინახულა

19 ოქტომბერი, 2021 , 20:09

2021 წლის 19-20 ოქტომბერს, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, ნა

რუსული მხარის შეთავაზებაა, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, მათი შემდგომი დემარკაციით - რუსეთის საგარეო უწყება

13 ოქტომბერი, 2021 , 21:34

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიის 54-ე რაუნდს ეხმაურება, რომელიც ჟენევაში 12-13 ოქტომბერს გაიმართა. უწყების განცხადებით, დამტკიცდა საერთო აზრი ჟენევის დისკუსიების უალტერნატივობის შესახებ, როგორც მ

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ერგნეთის მიმდებარედ საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

5 ოქტომბერი, 2021 , 14:21

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნ

შემაშფოთებელია გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე გავრცელებული ინფორმაცია - განათლების სამინისტრო

16 სექტემბერი, 2021 , 12:19

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე. „ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელია გალისა

გალის სკოლებში მე-11 კლასის ჩათვლით ქართულ ენაზე სწავლა აიკრძალა

14 სექტემბერი, 2021 , 19:39

გალის სკოლებში მე-11 კლასის ჩათვლით ქართულ ენაზე სწავლა აიკრძალა. დაშვებული იქნება ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლება. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ამ საკითხთან დაკავშირებით

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე თავისუფალია

6 სექტემბერი, 2021 , 20:40

ოკუპირებულ ჯავის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის ჯექსონ პოლ კრამერი თავისუფალია. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი