უკან
პოლიტიკა
20 ივლისი, 2022 17:13
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქმენეთში დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქმენეთში დასრულდა.
აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაური თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მუჰამეთგელდი სერდაროვმა გააცილა.
ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტთან სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრა გამართა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.