უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 მარტი, 2022 11:05
font-size

სურსათის სააგენტომ რუსთავში ნახევარ ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი დალუქა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის ინსპექტორებმა, შეტყობინების საფუძველზე, ქალაქ რუსთავში, გორის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმო შპს „წიქარაში“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო კონტროლის შედეგად, საწარმოში გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა და სხვა კრიტიკული შეუსაბამობები, რეალიზაციიდან ამოღებულია ნახევარ ტონაზე მეტი გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი და ხორცპროდუქტები.

„სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა გაატარეს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები: ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, შეუჩერდა საწარმოო პროცესი; დალუქული სურსათი სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდება.

მომხმარებელთა უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურად მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. ტარდება როგორც გეგმური, ასევე არაგეგმური ინსპექტირება, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე.

დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს შეუძლია ინფორმაცია მიაწოდოს ცხელ ხაზს – 1501“, – აცხადებენ უწყებაში.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი