უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

17 მაისი, 2023 18:04
font-size

ტროას ცხენი იქეთ იყოს და მრავლის მნახველმა ქართულმა პოლიტიკამ დღეს `პარლამენტის მელია` იხილა და იგრძნო - გოჩა მირცხულავა

მოკლედ, ტროას ცხენი იქეთ იყოს და მრავლის მნახველმა ქართულმა პოლიტიკამ დღეს "პარლამენტის მელია" იხილა და იგრძნო, - წერს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულვა სციალურ ქსელში.

„ტროას ცხენი კი არა- პარლამენტის მელია!

ხუთეულმა კი არა, ნიკა მელიამ დაუჭირა მხარი არამოსამართლე წევრებს იუსტიციის საბჭოში. რომ ვიძახი, ეს ადამიანი ობსტრუქციით არის დაკავებული მეთქი, თავზე ნაცარს იყრით ზოგიერთები. ნიკა მაჭუტაძემ და ბაჩუკი ქარდავამ უხერხულობა უნდა იგრძნოთ და ბოდიში მოუხადოთ ქართულ საზოგადოებას. მანდატებს რომ არ დატოვებთ ამ ფაქტის გამო გასაგებია. დილარ ხაბულიანზე ჩემი არგუმენტები მაქვს - მას სააკაშვილის შეცდომად მივიჩნევ. აი, სრულად გაუგებარია, ჩემთვის პატივსაცემმა ადამიანებმა - ქალბატონმა ნატო ჩხეიძემ და ბატონმა როსტომ ჩხეიძემ - ტელეკომპანია "მთავარის" წილის მფლობელებმა, რა მოტივით დაუჭირეს მხარი სასამართლო კლანის გაძლიერებას? ეს ხომ არ არის ვალის გადახდა კობა ნაყოფიასა და ნიკა მელიასადმი, რომლებიც იყვნენ მათი რეკომენდატორები პარტიულ სიაში?

12 რეკომენდაცია ამ შემთხვევაში, რომ არაფერ შუაშია ყველამ კარგად იცის.

ასევე, ახლა გამორჩეულად საინტერესოა სწორედ კობა ნაყოფიას კომენტარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მელია რასაც თამაშობს ეგ კარგა ხანია გასაგებია.

ქართველი პოლიტიკოსები ვერა და ვერ მიეჩვივნენ სამართლიანი თამაშის წესებს. ამ ხუთეულს ოპოზიციის შეთანხმების გათვალისწინებით, პატიოსნად უნდა ეთქვა კენჭისყრამდე, რომ ხმას აძლევდნენ. ეს განსაკუთრებით ბაჩუკი ქარდავას არ უნდა შეშლოდა, იმის მიუხედავად, რომ ნიკა მელია მისი ძმაკაცია.

მოკლედ, ტროას ცხენი იქეთ იყოს და მრავლის მნახველმა ქართულმა პოლიტიკამ დღეს "პარლამენტის მელია" იხილა და იგრძნო,“ - აცხადებს გოჩა მირცხულავა.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი