საქართველოში ცვალებადი ამინდი უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება
20.08.2012 18:35
საქართველოში უახლოესი სამი დღის განმავლობაში კვლავ ცვალებადი ამინდი შენარჩუნდება.
როგორც “მედიანიუსს” გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, 21-23 აგვისტოს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისში უმეტესად წვიმიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიწევს. ჰაერის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23, +24; მთაში +18, მაღალ მთაში +10, +12; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +26; მთაში +22; ხოლო მაღალ მთაში +14, +15 გრადუსი სითბოა იქნება. რაც შეეხება თბილისს, აქ 21 აგვისტოს ჰაერის ტემპარარტურა +28; 22-23 აგვისტოს კი დაახლოებით +26 გრადუს სითბომდე დაიკლებს.
აღსანიშნავია, რომ უახლოესი სამი დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი იქროლებს, რომლის სიჩქარეც დროგამოშვებით 17-22 მეტრ/წამამდე გაიზრდება.



















