მსოფლიო
ირანში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
დღეს, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
საარჩევნო კამპანია, რომელიც თვეზე მეტხანს გაგრძელდა, გუშინ დილით დასრულდა.
ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებელმა შტაბმა განაცხადა, რომ დილის რვა საათიდან კანდიდატებს და მათ გუნდებს, ყოველგვარი აგიტაციის წარმოება ეკრძალებათ.
ირანის პრეზიდენტობაზე პრეტენზიას ოთხი კანდიდატი აცხადებს: მოქმედი პრეზიდენტი ხასან როუხანი, აიათოლა იბრაჰიმ რაისი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მოსტაფა ხაშემი-ტაბა და კონსერვატიული პარტიის კანდიდატი მოსტაფა აღა-მირსალიმი.
გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც ხმათა 50%-ზე მეტს მიიღებს. იმ შემთხვევაში თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა, არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ამასთან, ირანის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი, ქვეყნის სასულიერო ლიდერის შემდეგ, მეორე პირია.
ირანში პრეზიდენტის თანამდებობა 1979 წელს იქნა შემოღებული.
ირანის ქვეყნის მეთაური კი - ირანის უმაღლესი ხელმძღვანელია, რომელიც თანამდებობაზე სამუდამოდ ინიშნება.
პრეზიდენტი კი, კონსტიტუციის შესრულებაზე არის პასაუხისმგებლი, ასევე იგი აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს.
პრეზიდენტი ოთხი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეიძლება იყოს თანამდებობაზე არჩეული.
მონიკა დავლიანიძე
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

