უკან

პოლიტიკა

30 სექტემბერი, 2022 15:56
font-size

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საუბარი მქონდა ბევრ ევროპელ კოლეგასთან, ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდება, საუბარი მიდის, როგორ გაათბონ მოქალაქეები - ირაკლი ღარიბაშვილი

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საუბარი მქონდა ბევრ ჩვენს ევროპელ კოლეგასთან, მათი მოლოდინი ძალიან პესიმისტურია, ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდება, ამას ემატება კრიზისები და საუბარი მიდის არა ეკონომიკის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ იმაზე, როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპაში არსებული კრიზისის და რეცესიის ფონზე საქართველომ არა თუ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება შეინარჩუნა, არამედ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია და ამას კარგი გააზრება სჭირდება.

„ვფიქრობ, ძალიან კარგი მონაცემები გვაქვს. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა, კარგად მოგეხსენებათ, რომ ევროპის კონტინენტზე, უკრაინაში საშინელი, დამანგრეველი ომი მიმდინარეობს. რუსეთის აგრესია და ომი არ წყდება, არ ჩერდება. ამას ემატება ენერგოკრიზისი, ფასების კრიზისი, ინფლაცია. ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოში 25%-ს გადასცდა ინფლაცია. 22-23-25 % არის ინფლაცია, ეკონომიკურ რეცესიას ელის ყველა ევროპული სახელმწიფო. მქონდა საუბარი გაერო-ს ფარგლებში ძალიან ბევრ ჩვენს ევროპელ კოლეგასთან, მათი მოლოდინი ძალიან პესიმისტურია, ფიქრობენ, რომ ევროპის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდება და ამას ემატება ის კრიზისები, რომელიც მე ჩამოვთვალე. ახლა საუბარი მიდის არა ეკონომიკის გაზრდაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ გაათბონ საკუთარი მოქალაქეები. არ ვაჭარბებ, ეს არის მათი პირდაპირი საზრუნავი, ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოების მთავრობების საზრუნავი იმიტომ, რომ რუსეთის გაზი შეწყდა, ევროპას აღარ მიეწოდება რუსული გაზი, ევროპაც ეტაპობრივად უარს ამბობს რუსულ გაზზე და რუსეთმაც თავად შეუწყვიტა ევროპას გაზი. ამ ეტაპისთვის ეს მოცემულობა გვაქვს. ამიტომ, გვაქვს ძალიან რთული ვითარება ევროპაში. რატომ მოვყევი ეს?! იმიტომ, რომ ამას კარგი გააზრება სჭირდება. ასეთი ვითარების, ასეთი რადიკალური სიტუაციის ფონზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მოვახერხეთ ის, რომ არა თუ მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება შევინარჩუნეთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ უზრუნველვყავით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. დამატებით ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა, 60 000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა ბიზნესმა, 20 000 ზე მეტი სამუშაო ადგილი შევქმენით ჩვენ, საზოგადოებრივ სამუშაოებს ვგულისხმობ, დავასაქმეთ სოციალურად დაუცველები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს მოფრთხილება სჭირდება, ქვეყნის შიგნით მაქსიმალური კონსოლიდაცია გვჭირდება, სიმშვიდე, ნაკლები ემოციები, სტაბილურობის შენარჩუნება და მაღალი ეკონომიკური ზრდა, განვითარება და კეთილდღეობა ჩვენს ხალხს. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს მოვახერხეთ, ამას სჭირდება შენარჩუნება და მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მსახურება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი