უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

4 ოქტომბერი, 2022 12:46
font-size

საავტომობილო საწვავის ბაზარზე დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ (გალფი) მიერ „იბერია სერვისის“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურის იჯარის აღებით გზით დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს.

კონცენტრაცია ეხება საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზარს. ამ ეტაპზე, სააგენტო განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის საკითხს სწავლობს.

„აღნიშნულ გაერთიანებასთან დაკავშირებით, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანების თანახმად, დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა მოსაზრებები წარმოადგინონ, არაუგვიანეს, მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს, სააგენტოს ელ. ფოსტაზე: info@gnca.gov.ge ან მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N154, მე-10 სართული.

სააგენტოსათვის წინასწარ შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულების წარმოშობის წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, აღემატება 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა აღემატება 5 მილიონ ლარს. სააგენტოში შეტყობინების წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება შემძენ ან/და კონტროლის უფლების მომპოვებელ პირს.

წინასწარ შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ მისი კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე. სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში განისაზღვრება ჯარიმა - კომპანიის გასული წლის ფინანსური ბრუნვის 5%-მდე ოდენობით. კონცენტრაციის შეფასების საფასური 5000 ლარს შეადგენს.

2022 წელს, სააგენტომ 4 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. 2022 წლის 6 თვის მონაცემებით კი საქართველოში 9123 კონცენტრაცია განხორციელდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი