უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 თებერვალი, 2023 11:53
font-size

მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს: ამ დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტები თქვენ ხართ, ვერც ივანიშვილი შეძლებს უკანა კარიდან გაპარვას და ვერც თქვენ შეძლებთ მისკენ ხელის გაშვერას - გიორგი გახარია

მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს – ამ დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტები თქვენ ხართ, გადამალული ივანიშვილი ამ დანაშაულებრივ გეგმას თქვენი ხელით ახორციელებს, თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ვერც ივანიშვილი შეძლებს უკანა კარიდან გაპარვას და ვერც თქვენ შეძლებთ მისკენ ხელის გაშვერას, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული, – ამის შესახებ პარტია „საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახრიამ აღნიშნა, დღეს საქართველოს აქვს რეალური შეაძლებლობა, ისტორიას დრო მოუგოს და გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამით მოიპოვოს გრძელვადიანი სტაბილურობა, კეთილდღეობა და გარანტირებული მშვიდობა.

„ევროპა მშვიდობაა. საპირისპიროდ, რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენა კი ნიშნავს ომს. ოკუპაციას და ომს. ეს არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება, რომელმაც ბევრჯერ დაგვანახა, რომ, დასავლეთთან ერთობის გარდა, სხვა გეოპოლიტიკური არჩევანი ჩვენს რთულ რეგიონში საქართველოს, სამწუხაროდ, არ აქვს. ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც ფრთხილი და არც დაბალანსებული აღარ არის. დღეს „ოცნება“ ფსონს დებს უკრაინის დამარცხებაზე და ამ ლოგიკით აქვს აწყობილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. ამ გადამწყვეტ მომენტში „ოცნება“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპულ არჩევანს და სვამს კითხვას: გვინდა კი ევროპა? კარგია თუ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა? მალე კანონზე დაყრდნობით აგენტს დაუძახებენ ყველას, ვინც საპირისპირო აზრს გამოთქვამს“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, „ოცნება“, ევროპული მომავლის ნაცვლად, ირჩევს ხელისუფლებაში დარჩენას ნებისმიერ ფასად.

„ამ არჩევანის ფასს, სამწუხაროდ, ჩვენი შვილები გადაიხდიან. „ნაციონალები“ კი მზად არიან, ქვეყნის ევროპული მომავალი გაცვალონ სააკაშვილის თავისუფლებასა და კომფორტში. ეს ის წითელი ხაზებია, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე გადის. აქ კომპრომისი დაუშვებელია. მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს – ამ დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტები თქვენ ხართ, გადამალული ივანიშვილი ამ დანაშაულებრივ გეგმას თქვენი ხელით ახორციელებს, თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ვერც ივანიშვილი შეძლებს უკანა კარიდან გაპარვას და ვერც თქვენ შეძლებთ მისკენ ხელის გაშვერას, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული. საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროპულ ინტეგრაციასთან, როგორც დღეს და ასევე, არასდროს ყოფილა ასე ახლოს ამ შესაძლებლობის დაკარგვასთან. ეს დაკარგული შესაძლებლობა იქნება დანაშაული მომავალი თაობების წინაშე. ყველამ, ვინც შეიძლება, განსხვავებულად ვაფასებდეთ წარსულს, მაგრამ გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, უნდა ვიმოქმედოთ. ვის როგორც შეგვიძლია, ერთად, ცალ-ცალკე – დღეს ამას უკვე აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა.

მე, ჩემი მხრივ, როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, დღეს მივმართე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს თხოვნით, მიუხედავად „ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებისა, მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი. ეს არის აუცილებელი პირობა საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიაზე დასაბრუნებლად და ქართველი ხალხი იმსახურებს ამ მხარდაჭერას. მე ვიწყებ და ბოლომდე გავაგრძელებ მუშაობას საქართველოს მეგობრებთან, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, რომელთა ნაწილთან პირადი კონტაქტები და მეგობრული ურთიერთობები მაკავშირებს“, – აღნიშნა გახარიამ.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი