უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 თებერვალი, 2020 15:31
font-size

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართა

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) მხარდაჭერის პროექტის მონაწილეთა რიგით მე-6 შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ გარემოს დავისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა. პროექტის ხელმძღვანელმა, დრაგან ანგელოვსკიმ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციის და მიკვლევადობის სისტემის (NAITS) პროექტის ფარგლებში, სამოქმედო გეგმა 2025 წლამდეა გაწერილი.

მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ხაზი გაუსვა ცხოველთა იდენტიფიკაციის და რეგისტრაციის სისტემის ჩამოყალიბებაში დონორი ორგანიზაციების ჩართულობის და მხარდაჭერის მნიშვნელობას, რაც მიკვლევადობას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას უწყობს ხელს.

2019 წელს, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებულია 785 506 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი.
შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს და დონორი ორგანიზაციების - სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) - წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი