უკან

პოლიტიკა

24 იანვარი, 2019 16:30
font-size

საქართველო სრულად უჭერს მხარს ხუან გუაიდოს ძალისხმევას, შექმნას ვენესუელაში გარდამავალი მთავრობა - საგარეო უწყება

საქართველო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარებს ვენესუელას ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს და სრულ ნდობას უცხადებს ხალხის მიერ არჩეულ ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ ორგანოს, ეროვნულ ასამბლეას, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველომ უკვე არაერთგზის დააფიქსირა საკუთარი მტკიცე პოზიცია, რომ არ ცნობს ნიკოლას მადუროს ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად და არ აღიარებს 2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.

„საქართველო სრულად უჭერს მხარს ხუან გუაიდოს ძალისხმევას, შექმნას გარდამავალი მთავრობა და ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას, კანონის უზენაესობის აღდგენასა და ადამიანის უფლებების დაცვას. საქართველო იმედოვნებს, რომ ვენესუელაში პროცესები წარიმართება მშვიდობიანად, ქვეყნის კონსტიტუციის სრული დაცვით და ვენესუელელ ხალხს მიეცემა სამართლიან და თავისუფალ გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

საქართველო იმედს გამოთქვამს, რომ ვენესუელას ლეგიტიმური ხელისუფლება მტკიცედ დაუჭერს მხარს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის პატივისცემის თაობაზე.

საქართველო გამოთქვამს მზაობას, განავითაროს ურთიერთსასარგებლო პარტნიორული ურთიერთობები ვენესუელას ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული დაცვით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

23 აპრილი, 2024 , 08:21

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდ

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი