უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
ეკონომიკა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარის პრეზენტაცია გაიმართება 04.07.2012 17:20

ხვალ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საგადასახადო კოდექსის კომენტარის (ორ წიგნად) პრეზენტაცია გაიმართება.

კომენტარის ავტორები არიან ლევან ნადარაია (საკონსულტაციო კომპანია „ალექსანდრე“-ს საგადასახადო და იურიდიული დეპარტამენტის მენეჯერი), ზვიად როგავა (კავკასიის სამართლის სკოლის სრული პროფესორი საჯარო სამართალში), კახა რუხაძე (უფროსი საგადასახადო მენეჯერი, KPMG-საქართველო) და ბონდო ბოლქვაძე (საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობის მენეჯერი, USAID – EPI).

კომენტარი შექმნილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, პროგრამების – აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „მართლმსაჯულების დამუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში“ (JILEP) და „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა“ (EPI) – მეშვეობით.