უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 აგვისტო, 2016 21:39
font-size

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, 18 აგვისტოს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში სამი ტერორისტული აქტი განხორციელდა. ბითლისის, ვანისა და ელაზიგის პროვინციებში მომხდარი აფეთქებების შედეგად საერთო ჯამში დაიღუპა 10 და დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. ქ. ელაზიგში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდგომ პროვინციაში ჩავიდა ქვეყნის პრემიერი, ბინალი ილდირიმი, რომელმაც განაცხადა, რომ მომხდარის გამო შესაბამისი უწყებების ქვედანაყოფებში გამოცხადებულია განგაში, რის შედეგადაც განგაშის დონე 1 საფეხურით არის გაზრდილი.

„უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტისთვის გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა არც ანკარაში, საქართველოს საელჩოში და არც საქართველოს გენერალურ საკონსულოებში ტრაპიზონსა და სტამბოლში.

საელჩოს მუდმივი კავშირი აქვს ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებთან. სამინისტრო განაგრძობს მომხდარ ფაქტებზე დაკვირვებას და აუცილებლობის შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას.

ამასთან, ჩვეულ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში, საქართველოს საელჩოსა და საქართველოს გენერალურ საკონსულოებში ტრაპიზონსა და სტამბოლში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები: +90 533 690 30 40 (ანკარა), +90 541 326 22 26 (ტრაპიზონი), +90 541 818 44 00 (სტამბოლი).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50 - სამუშაო დღის განმავლობაში 09:00-დან 18:00 საათამდე, (+995) 577 98 40 20 - 18:00 საათის შემდეგ და დასვენების დღეებში 24 საათის განმავლობაში“. -ნათქვამია განცხადებაში.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი