უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
საქართველოს საუდის არაბეთის დელეგაცია ეწვევა 20.05.2012 15:26

ხვალ საქართველოს საუდის არაბეთის სამეფოს მაჯლის აშ-შურას, არაბეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია ვიზიტით ეწვევა.

საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაგეგმილია არაბეთის დელეგაციის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილთან, საქართველოს პრემიერ–მინისტრის მთავარ მრჩეველ ვახტანგ ლეჟავასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიასთან, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლეიშვილთან, თბილისის მერ გიგი უგულავასთან, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში.

საუდის არაბეთის დელეგაცია ვიზიტის მსვლელობისა აჭარასაც ეწვევა, სადაც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძესა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს შეხვდება.

არაბი სტუმრები საქართველოს 28 მაისს დატოვებენ.