უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 ოქტომბერი, 2019 17:05
font-size

საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერად ჩემი არჩევის პირველივე დღიდან სომხურ-ქართული მეგობრული ურთიერთობები ვითარდება აქტიური და გულწრფელი კონტაქტებით, ჩვენთვის მტკივნეული საკითხების ირგვლივ უშუალო და ნდობაზე დაფუძნებული დიალოგით. ეს ყველაფერი იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოსთან ურთიერთობას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, გიორგი გახარიასთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ორ ქვეყანას შორის კონტაქტების დინამიკა, ურთიერთნდობის დონე და აღნიშნული ვიზიტი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთთან ურთიერთობას.

„მნიშვნელოვნად და ეფექტურად ვაფასებ ჩვენს დღევანდელ მოლაპარაკებებს, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ურთიერთობების მაღალი დონე და ორმხრივი მზაობა მათი შემდგომი განვითარების სტიმულირებისთვის. ჩემს კოლეგასთან განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრი. ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგი იმდენად ფართო და ყოვლისმომცველია, რომ ძნელია ერთი შეხვედრით ყველა საკითხის განხილვა. მაღალი შეფასება მივეცით სომხურ-ქართული მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობის განახლებას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ და ვიმედოვნებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, მოკლე ვადაში კომისიის მეათე სხდომის ოქმში დაფიქსირებული ყველა შეთანხმება შესრულდება. მნიშვნელოვანია, რომ კომისიის ფარგლებში ასევე გაიმართა სომხურ-ქართული ბიზნესფორუმი, რაც ფართო გზას გაუხსნის ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, ასევე ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების, ასევე რეგიონული მდგრადობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ერთმანეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას და მაღალი შეფასება მისცეს ამ მიმართულებით გაწეულ ყველა ძალისხმევას.

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხთაგანია რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების გარემოს ჩამოყალიბება. ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ამ მხრივ, სომხურ-ქართული ურთიერთობები უნდა განვითარდეს, გარე ფაქტორების ხელშეშლის გარეშე.

„პატივცემულო პრემიერო, დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი ხელს შეუწყობს სომხურ-ქართული მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას და ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით დავიცავთ დადებით დინამიკას“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით მორიგი კომუნიკაცია შედგა

5 ივნისი, 2020 , 17:15

დღეს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ზოჰრაბ მნაცაკანიანთან. სომეხმა კოლეგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა

იყო განხილული ჩემი კანდიდატურა თბილისის მაჟორიტარებს შორის - გიორგი ვაშაძე

5 ივნისი, 2020 , 16:35

გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებიდან ერთ-ერთში ოპოზიციის მხრიდან სწორედ "ახალი საქართველოს" კანდიდატი იქნება წარდგენილი. მისი თქმით, განიხილება მისი კანდიდატურა. ამის შესახებ "ახალი საქართველოს

არ ვაპირებ თავი მოვატყუებინო და ჭკუაში მოგვიგოს ბიძინა ივანიშვილმა იმით, რომ საფრთხობელად უნდა მუდმივად გამოიყენოს სააკაშვილის დაბრუნება - ნინო ბურჯანაძე

5 ივნისი, 2020 , 16:35

"არ არის გამორიცხული, რომ ყველა ოლქში შეთანხმება ვერ შედგეს და ჩვენც ყველა ოლქში არ დავუჭიროთ მხარი კანდიდატურებს, მაგრამ ესეც არ არის კატასტროფა,” - ამის შესახებ "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯ

გიორგი ახვლედიანი პოლიტიკიდან მიდის

5 ივნისი, 2020 , 16:00

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანი პარტიას ტოვებს. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში მასზე ცილისმწამებლური მასალა გავიდა. "ტვ პი

„ლელო საქართველოსთვის“ თამარ ჩუგოშვილს პოლიტიკური თანამშრომლობას სთავაზობს

5 ივნისი, 2020 , 12:30

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, თამარ ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ „ლელო საქართველოსგან“ პოლიტიკური თანამშრომლობის შეთავაზება მიიღო. როგორც ჩუგოშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პოლიტიკური თ

„გირჩი“ საპარლამენტო არჩევნებში მხოლოდ პარტიული სიით მიიღებს მონაწილეობას

5 ივნისი, 2020 , 11:57

„გირჩი“ წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. „გირჩიდან“ მე განვიხილებო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!