უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

7 ნოემბერი, 2019 16:25
font-size

საქართველოსთვის ჩინეთის ტურისტული ბაზარი ძალიან პერსპექტიულია - ნათია თურნავა

ჩინეთის წამყვანი ონლაინტურისტული სააგენტო Ctrip საქართველოს ტურისტული ბაზრით დაინტერესდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლებმა საკუთარი ბიზნესგეგმების შესახებ პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას გააცნეს, რომელიც ჩინეთში ვიზიტით იმყოფება.

„Ctrip ტურისტული სერვისების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია ჩინეთში. მისი ონლაინპლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია საქართველოს შესახებ ტურისტული მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ჩინელი პოტენციური ტურისტებისთვის.

შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ საქართველოში ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდა დადებითი დინამიკით ხასიათდება. მაგალითად, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ჩინეთიდან 75 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა. თუმცა 2019 წლის პირველ რვა თვეში საქართველოში იმაზე მეტი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე მთლიანად 2018 წელს. მინისტრის თქმით, ტურისტული ნაკადების ზრდაზე დადებითად იმოქმედა პირდაპირმა ფრენებმა ჩინეთთან (ამჟამად ჩინური ავიაკომპანია „China Southern Airlines“ კვირაში 4 რეგულარულ რეისს ასრულებს პეკინიდან და ურუმჩიდან)”,- აცხადებენ უწყებაში.

ჩინური ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ტურისტული პოტენციალი და აღნიშნეს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ყველა შესაძლებლობა მეტი ჩინელი ტურისტი მოიზიდოს. ასეთ მიმართულებებად გამოიყო ღვინის ტურიზმი, საქართველოს ისტორიული ქალაქები, კულინარია, აჭარის საზღვაო სანაპირო და სხვ.

ამასთან, აღინიშნა, რომ ჩინურ კომპანიასთან სამომავლოდ გაგრძელდება მუშაობა ერთობლივი ღონისძიებების დასაგეგმად.

საქართველოში ტურიზმიდან შემოსავლების ზრდა განახლდა - ეროვნული ბანკი

16 ნოემბერი, 2019 , 15:20

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს შემოსავალმა ტურიზმიდან 266.9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ოქტომბრის მაჩვენებელს 5.2 პროცენტით აღემატება. ოქტომბერში პოზიტიური მაჩვენებელი შემოს

ქართლის ქარის ელექტროსადგურის მყიდველთან ხელშეკრულება 10 დღეში გაფორმდება - ეკონომიკის სამინისტრო

15 ნოემბერი, 2019 , 15:20

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ქართლის ქარის ელექტროსადგურის მყიდველ კომპანია „კავკასიის ქარის კომპანიასთან“ წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულება 10 დღის ვადაში გაფორმ

მესამე კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორები 16.5 პროცენტით შემცირდა

14 ნოემბერი, 2019 , 12:55

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.4 მილიონი შემოსვლა, რაც 4.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებე

საქართველოს ნავსადგურებში „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურება დაინერგება

13 ნოემბერი, 2019 , 15:45

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განსავითარებლად 2019-2020 წლებში საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის (Single Window) პრინციპით მომსახურება დაინერგება, რომლის მიზანია საპორტო სექტორში ციფრული სამთავრობო სერვისების შ

ქართული გაყინული კენკრა და ბოსტნეული აშშ-ში გაიყიდება

13 ნოემბერი, 2019 , 13:00

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შექმნილი სამაცივრე მეურნეობა,  რომელიც კენკრასა და ბოსტნეულს შოკური მეთოდით ყინავს, აშშ-ში პროდუქციის რეგულარულ გაყიდვებს იწყებს. პირველი პარტიის გაგზავნა მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი.

ექსპორტი იანვარ-ოქტომბერში 10 პროცენტით გაიზარდა, იმპორტი სამი პროცენტით შემცირდა

13 ნოემბერი, 2019 , 11:50

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 367.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე