უკან

პოლიტიკა

28 ნოემბერი, 2017 10:50
font-size

საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობა იქნება კონტინენტებს შორის საიმედო კავშირების გაღრმავების პროცესში საკუთარი წვლილის შეტანა - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოსთვის უდიდესი შესაძლებლობა და პატივი იქნება კონტინენტებს შორის საიმედო კავშირების გაღრმავების პროცესში საკუთარი მოკრძალებული წვლილის შეტანა, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას დელეგატებს.

მისი თქმით, საქართველოსთვის უდიდესი პატივია უმასპინძლოს ასეთ წარმომადგენლობით დელეგაციებს.

”კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში. ჩვენთვის უდიდესი პატივია, ასეთ წარმომადგენლობით დელეგაციებს ვუმასპინძლოთ თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმზე, რომელიც წელს „სარტყელი და გზის“ სახელით იმართება.

მსურს, გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ფორუმში მონაწილეობისთვის.

საქართველო, ისტორიულად, მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც აკავშირებს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკონომიკებს და კულტურებს. ჩვენ ბევრი სირთულე გადავლახეთ ათასწლეულების მანძილზე და შევინარჩუნეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა, ჩვენი ტოლერანტობით, თანამშრომლობით და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენების უნარით.

დღეს, მსოფლიო, ისევე, როგორც ევროპა და აზია, კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა, ასევე მრავლადაა შესაძლებლობები მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის.

ჩვენი ფორუმის მიზანია, რომ სწორედ ეს შესაძლებლობები აღმოვაჩინოთ ყველამ ერთად და გადავდგათ ნაბიჯები ჩვენი ქვეყნების და ხალხების უკეთესი მომავლისათვის”, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

ცნობისათვის, 28-29 ნოემბერს, „თბილისის აბრეშუმის გზის“ რიგით მეორე ფორუმი მიმდინარეობს, რომელშიც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის, 1100 კერძო სექტორს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ფორუმში მონაწილეობს 500-ზე მეტი უცხოური კომპანიის წარმომადგენელი.

ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

5 ივლისი, 2020 , 10:35

საქართველოს 6 ივლისს ვიზიტით ეწვევა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამ

მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო-პოლიტიკურ მდგომარეობას - შალვა ნათელაშვილი

4 ივლისი, 2020 , 15:10

მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, არ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც გაართულებს თურქეთის საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობას, მათ შორის საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობაშიც შეიტანს ბზარებს, – ამის შესახებ „ლეიბორ

„ქართული ოცნება” განწირულია ოპოზიციაში გადასვლისთვის - გიორგი კანდელაკი

3 ივლისი, 2020 , 16:55

“რაც უნდათ, ის დაგვიძახონ. ეს ვერ უშველის მათ გარდაუვალი მარცხისგან და ჩვენი ხალხის ნების განხორციელებისგან”, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა. მისი თქმით,

რეფორმები ჩვენი ნორმალური მდგომარეობა უნდა გახდეს - გიორგი გახარია

3 ივლისი, 2020 , 15:20

საპარლამენტო რესპუბლიკა და პროპორციული საარჩევნო სისტემა არის თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მახასიათებელი, ამან ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ჩვენი პოლიტიკური ველი, ჩვენი პოლიტიკური კულტურა, - ამის შესახე

„მომეწონა ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნის ძარცვა, კორუფცია გადასარევია და ამიტომ უნდა დავრჩე“ - სავარაუდოდ ეს იქნება „ქართული ოცნების“ ბოლო საარჩევნო დაპირება - დავით ჭიჭინაძე

3 ივლისი, 2020 , 12:55

„მომეწონა ხელისუფლებაში ყოფნა, ქვეყნის ძარცვა, კორუფცია გადასარევია და ამიტომ უნდა დავრჩე“ - სავარაუდოდ ეს იქნება „ქართული ოცნების“ ბოლო საარჩევნო დაპირება, სხვა აღარაფერი დაიტოვეს, - ამის შესახებ

იმ ქვეყანასთან თანამშრომლობა, სადაც პოლიტპატიმრები არიან, არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოს არ სურს - ბადრი ჯაფარიძე

2 ივლისი, 2020 , 17:35

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ქვეყანაში მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება ხდება და მმართველი გუნდის განცხადება, ქვეყანაში პოლიტპატ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე