უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 იანვარი, 2017 18:30
font-size

საქმე გვაქვს ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებთან - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს სოციალური ქსელით ეხმიანება.

,,მივესალმები გიგი უგულავას გათავისუფლებას უსამართლო პატიმრობიდან. მიხარია, რომ ის შობის დღესასწაულს აღნიშნავს თავის შვილებთან და მეგობრებთან ერთად. გიგის არც დანაშაული ჩაუდენია და არც არასწორი ქმედებები განუხორციელებია (მიუხედავად იმისა, თუ რა განაცხადა მან ბოლო სასამართლო პროცესზე) იმ საკითხთან მიმართებით, რასაც ივანიშვილის ჯიბის პროკურორები უყენებდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში. ამგვარად, ეს პატიმრობა სხვა არაფერი იყო, თუ არა ოლიგარქის პირადი შურიესძიება და დაშინების კამპანიის ნაწილი. ამავე დროს, მგონი აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს აღარ იღებენ პროკურორები, ადვოკატები და სასამართლოები და რომ საქმე გვაქვს არა სამართლებრივ, არამედ ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებებთან, როგორც დაპატიმრებაზე, ისე გათავისუფლებაზე. ამიტომ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მას სხვა პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ჩემთვის საქართველოში დაუბრკოლებლად ჩამოსვლის საშუალების მოცემა ჩვენს ხალხთან შესახვედრად და 20 იანვარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად’’, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ „თბილსერვის“ ჯგუფის ეპიზოდზე დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ადვოკატების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.


მოსამართლის გადაწყვეტილებით, განაჩენში ცვლილება შევიდა, გიგი უგულავას სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი და 9 თვე განესაზღვრა, თუმცა „ამნისტიის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, საბოლოოდ, 1 წლით 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გიგი უგულავას პატიმრობის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან მოხდება და შესაბამისად, საპატიმრო დაწესებულების ის სავარუდოდ, 9 იანვარს დატოვებს.

ნინო ექვთიმიშვილი

ევროკავშირის და მისი ყველა წევრი სახელმწიფოს ინტერესი არის არა ის, თუ ვინ მოვა სათავეში, არამედ ის, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები - კარლ ჰარცელი

26 სექტემბერი, 2020 , 15:50

ევროკავშირის ინტერესია არა ის, ვინ მოვა ქვეყნის სათავეში, არამედ როგორ ჩატარდება არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. ჰარცელის თქმით, ევროკავში

“გირჩსა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს - თინა ბოკუჩავა

26 სექტემბერი, 2020 , 15:05

შეიძლება იყოს მწვავე ეთერები, მწვავე დისკუსია, მწვავე მსჯელობა, რადგან ყველას გვაქვს განსხვავებული აზრის უფლება და ჩემი აზრით, ეს არის ნორმალური, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ

ზურაბ ჯაფარიძეზე მეტ ხმას „პოლის ჯოხიც“ რომ დავაყენოთ, ისიც აიღებს - სალომე სამადაშვილი

26 სექტემბერი, 2020 , 12:05

ზურაბ ჯაფარიძეზე მეტ ხმას „პოლის ჯოხიც“ რომ დავაყენოთ, ისიც აიღებს, – განუცხადა „რუსთავი 2“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა. ამასთან, კითხვას – შესაძლ

ალიევის ხელისუფლებამ ივანიშვილის პარტიასთან სრული შეთანხმებით მიიტაცა დავით გარეჯი - შალვა ნათელაშვილი

25 სექტემბერი, 2020 , 18:24

“მოვუწოდებ ალიევის ხელისუფლებას, გონს მოეგოს. ნუ იფიქრებს, რომ ივანიშვილის მაფიოზური ბიზნესგამყიდველური რეჟიმია საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობათა მომავალი,” – ამის შესახებ განცხადება, „ლეი

ოპოზიციას ვურჩევდი, თავი დაანებოს ჭორაობას და უსაფუძვლო ბრალდებებს - რატი იონათამიშვილი

25 სექტემბერი, 2020 , 17:05

ოპოზიციას ვურჩევდი, რომ თავი დაანებოს ჭორაობას და უსაფუძვლო ბრალდებებს, თორემ ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ოპოზიციის ბრალდებებს ძ

ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან - ხვიჩა მღებრიშვილი

25 სექტემბერი, 2020 , 16:30

ვნახე ქართველები, კარგად არიან, გამოსვლას ელოდებიან, - ამის შესახებ ხვიჩა მღებრიშვილმა ცხინვალის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ცხინვალში პატიმრობაში ყოფნისას კარგად ექცეოდნენ. „არცევში მივდიო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე