უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 ოქტომბერი, 2018 14:55
font-size

საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ომეგა ჯგუფის“ დადგმულ სპექტაკლთან - მაია ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებულფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა, რომ ესაა „ომეგა ჯგუფისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დადგმული სპექტაკლი.

„ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთე კომენტარი და ახლაც გავაკეთებ, მათ შორის უფრო მკვეთრსაც. რეალურად, საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ომეგა ჯგუფის“, არ მინდა, ეს სიტყვა გამოვიყენო, მაგრამ დადგმულ სპექტაკლთან, ინსცენირებაა, ამ შემთხვევაში რაღაც პროცესების, რომლებსაც რამდენად ჰქონდა რეალობაში ადგილი, არავინ არ იცის. ეს არის საუბრები კერძო პირებს შორის - ყოფილ მინისტრს, ყოფილ პროკურორს, მაგრამ „ყოფილ“. ყველა ეს ადამიანი არის ყოფილი თანამდებობის პირი, რომელსაც რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არავითარი ეს საუბრები, არც მათი ვერსიით არ გააჩნდათ იმ პერიოდში, როდესაც ისინი იკავებდნენ ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობას. შესაბამისად, ჩვენ ვისმენთ რაღაც კერძო საუბრებს. გუშინ ვნახე ბრიტანული საექსპერტო ბიუროს დასკვნაც, მათ შორის იმის თაობაზე, რომ არცერთი ეს ჩანაწერი არ არის ავთენტური. ინფორმაცია, რომელიც ამასთან დაკავშირებით გავრცელდა, არის, რომ ეს არის მონტაჟი, სხვადასხვა ჩანაწერი. ერთი ჩანაწერიც კი არ არის, სხვადასხვა საუბრის მონტაჟია. ადამიანები რაღაც ვერსიებზე ლაპარაკობენ და შესაბამისად, გაუგებარია.

ვისმენ მთავრობის კრიზისთან დაკავშირებით სხვადასხვა კომენტარს. კრიზისი მთავრობას კი არა „ნაციონალურ მოძრაობას” აქვს, რადგან საარჩევნო პროცესშია და როგორც ჩანს, ვერც კანდიდატი კრეფს საკმარის ხმებს. შესაბამისად, საჭიროა ისევ იმ ხელწერით აპოკალიფსის განცდის შექმნა, რათა მოხდეს ამ შემთხვევაში ამ საარჩევნო პროცესში ჩართულობა. მეორე მხრივ, „ომეგას“, როგორ ჩანს, აქვს კრიზისი, რადგან ვერ ახერხებს უკვე მეთორმეტედ გადავადებული საგადასახადო დავალიანების გასტუმრებას და შესაბამისად, ეს არის ის სპექტაკლი ინსცენირებული ამ სტრუქტურების მხრიდან, რათა სასურველ შედეგს მიაღწიონ”,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ავთენტურობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ მინისტრმა განაცხადა, რომ ჩანაწერი რა სახითაც ის გავრცელდა, ავთენტური არ არის.

„დასკვნა ამბობს, რომ იმ საუბარში, რა სახითაც ის იყო წარმოდგენილი, იყო 7 ჩარევა და არის რამდენიმე საუბრის კოლაჟი. შესაბამისად, ხმები იყო ავთენტური თუ არა, ნამდვილად არ ვიცი, თუმცა იმ სახით, რა სახითაც ჩანაწერი წარმოდგენილი იყო, ეს ჩანაწერი არ დადასტურდა, შესაბამისად, ეს ჩანაწერი ამ სახით ავთენტური არ არის“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს პასუხი ამ ჩანაწერებზე იყო მყისიერი და გამოძიება პირველივე ჩანაწერის გავრცელებისთანავე დაიწყო.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი