უკან
სამართალი
23 ნოემბერი, 2017 12:43
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან - გიორგი გახარია
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან და ამასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციაზე საუბრისას.
“ეს არის უდიდესი დანაკარგი და ჩვენ ყველას გვაქვს ვალდებულობა გავაგრძელოთ ის საქმე, რა საქმესაც ამ ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
დღეს არის მშვიდად, წყნარად გამოძიებაზე მუშაობის დრო. არავის აქვს ინტერპრეტაციების გაკეთების უფლება. რა თქმა უნდა შეგვიძლია ვიმსჯელოთ ყველაფერზე, მაგრამ სანამ არ დასრულდება გამოძიება და ექსპერტიზების ის ეტაპები, რაც მნიშვნელოვანია, ალბათ ჯობია, მსჯელობაზე თავი შევიკავოთ. იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ შინაარსობრივად, უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას", - აღნიშნა გახარიამ.