უკან

სამართალი

13 ივლისი, 2019 14:38
font-size

საქმე უნდა აღიძრას გახარიას წინააღმდეგ და ალბათ, ბიძინა ივანიშვილის დანაშაულიც გამოიკვეთება - გუბაზ სანიკიძე

მომიტინგეებმა, ქართველმა ახალგაზრდობამ სახელმწიფო გადატრიალება თავიდან ავიცილეთ, რომელსაც ძვირფასი ბიძინა ივანიშვილი, სერგო ორჯონიკიძის ღირსეულიგამგრძელებელი ახორციელებდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ განუცხადა.

ის სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა. სანიკიძე საგამოძიებო უწყების კითხვებს ერთ საათზე მეტი პასუხობდა.

„აინტერესებდათ ჩემი ლოკაცია, მდგომარეობა, რას ვშვებოდი, სად ვიყავი. დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მკითხავდნენ, რა ინფორმაციაც მქონდა, ის მივაწოდე. დაკითხვა ძალიან მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობდა. დანაშაული ხელისუფლებამ ჩაიდინა, როცა გავრილოვი ზვიად გამსახურდიას სავარძელში ჩასვა და როცა მომიტინგეები დაუნდობლად დაარბია. დანაშაული არის ჩადენილი, ოღონდ ხელისუფლების მხრიდან. მაშინ ჩვენ, მომიტინგეებმა და ქართველმა ახალგაზრდობამ სახელმწიფო გადატრიალება თავიდან ავიცილეთ, რომელსაც ახორციელებდა ძვირფასი ბიძინა ივანიშვილი, სერგო ორჯონიკიძის ღირსეული გამგრძელებელი. გადავრჩით მესამე ოკუპაციას. საქმე უნდა აღიძრას გახარიას წინააღმდეგ და ალბათ, ბიძინა ივანიშვილის დანაშაულიც გამოიკვეთება. ადრე თუ გვიან. გამოძიება ამ ხელისუფლების პირობებში ამ კუთხით არ წავა, მაგრამ ამას შემდეგი ხელისუფლება აუცილებლად გამოძიებს. აბა, თავის თავს ხომ არ დაიჭერს ეს ხელისუფლება?“ - განაცხადა სანიკიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერი ლიდერები - ხატია დეკანოიძე, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა შს სამინისტრომ გამოკითხვაზე 12 ივლისს დაიბარა. ისინი სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე დაბარებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

საქართველოს მასშტაბით უაქციზო სიგარეტისა და მინერალური წყლის უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინდა

21 აგვისტო, 2019 , 17:05

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს მასშტაბით უაქციზო საქონლის უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. "20 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმ

ლაურა ღაჭავას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

21 აგვისტო, 2019 , 16:40

ბიზნესმენი ლაურა ღაჭავამ საგამოძიებო უწყება უკვე დატოვა. ბიზნესმენს ბრალი უკვე წარუდგინეს. „ბრალთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. 15 ტომი გამოგვატანეს და 15 ტომის კიდევ დისკებია. ასე სწრაფად ამას ვერ გავეცნობოდით.

პოლიციამ ქურდობაში ბრალდებული დააკავა

21 აგვისტო, 2019 , 12:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული გ. მ. ქურდობის ბრალდებით

ბიზნესმენ ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული

21 აგვისტო, 2019 , 11:50

საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით, დამატებული ღირებულების გადასახადში ყალბი აქტივების შექმნისა და ამ გზით სახელმწიფოსთვის 2 160 955 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო კიდევ ერთ პირის

ბათუმში 22 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

21 აგვისტო, 2019 , 11:03

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც შინაგან საქმეთა სამინ

პოლიციამ ქვემო ქართლში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობაზე ამი პირი დააკავა

21 აგვისტო, 2019 , 10:41

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქონლის ქურდობის ფაქტებზე 3 პირი - 1984 წელს დაბა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს