უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ნოემბერი, 2017 13:49
font-size

საქმის გამოძიების ნაცვლად ყველანაირ მტკიცებულებას, სავარაუდოდ, ანადგურებენ - თინათინ ბოკუჩავა შსს-ზე

„ძალოვნები მთლიანად არიან გასული საპარლამენტო კონტროლიდან“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.

მისი თქმით, ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი შემთხვევა არაა ერთადერთი, რომელშიც შსს თავისი თანამშრომლების დანაშაულის დასაფარავად ვიდეოჩანაწერებს ანადგურებს.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა [ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი ინციდენტი], როდესაც პოლიციელების შესაძლო დანაშაული იკვეთება და ნაცვლად იმისა, რომ საქმე იყოს გამოძიებული, ყველანაირი მტკიცებულება, სავარაუდოდ, ნადგურდება.

ამ შემთხვევაზე უნდა ყოფილიყო მინიმუმ სამი შემთხვევა, რომელსაც უნდა ჩაეწერა იქ განვითარებული მოვლენები და აღმოჩნდა, რომ ორმა არ იმუშავა, ერთმა ფრაგმენტულად იმუშავა, ჩაირთო , გამოირთო და რეალურად ეს ძალიან ჰგავს დანაშაულის დამალვის მცდელობას.

უკვე ძალიან სისტემური სახე მიიღო ასეთმა ქმედებებმა შსს-ის მხრიდან. მაგალითად აფგან მუხტარლის საქმეზე, სადაც დაახლოებით 100-მდე კამერას უნდა ემუშავა და ერთი კამერის ჩანაწერი გაასაჯაროეს მხოლოდ, ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეზე, ელისო კილაძის შვილის შესაძლო ფიზიკური ძალადობის პოლიციის ეზოში, ეროსი კიწმარიშვილის საქმე, სადაც ასევე განადგურებულია ვიდეოჩანაწერები, ასევე ვანო მერაბიშვილის გაყვანის საქმე და მრავალი სხვა, სადაც რეალურად ნადგურდება ვიდეოჩანაწერები სავარაუდოდ დანაშაულის დაფარვის მცდელობის გამო, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში მაინც მოუწევს პასუხების გაცემა ქართულ ოცნებას და მაინც მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ამ საქმეზე.

ჩვენ ვითხოვთ მინისტრი მღებრიშვილის გადადგომას, ასევე ვიბარებთ მას პარლამენტში, რომ მინიმუმ, კითხვებს გასცეს პასუხი. მას შემდეგ, რაც ჩვენ უკვე თვეებია ვითხოვთ მის გამოცხადებას პარლამენტში, იქნება ეს ფრაქციისა თუ პლენარულ სხდომაზე, ის უგულვებელყოფს ჩვენს ამ მოთხოვნას იმიტომ, რომ ძალოვნები მთლიანად არიან გასული საპარლამენტო კონტროლიდან.

ეს ხდება იმიტომ, რომ პარლამენტიც ძალიან სუსტია და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი საკანონმდებლო ორგანო გვყავს , შესაბამისად ვერ ახერხებს თავისი კონსტიტუციური ფუნქციების განხორციელებას. ძალოვნებიც იმართებიან არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ერთი კერძო პირის ინტერესიდან გამომდინარე. სწორედ ამან მიგვიყვანა ასეთ ძალიან სამწუხარო და ჩემი აზრით, ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო რეალობამდე“, - განუცხადა ბოკუჩავამ „პირველ რადიოს“.

ანა მებურიშვილი

ალექსანდრე ხვთისიაშვილი - საგარეო უწყება განაგრძობს აქტიურ კომუნიკაციას, როგორც საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, ასევე საქართველოში მგზავრობის მსურველ უცხოელებთან

29 თებერვალი, 2020 , 16:30

თბილისი. მედიანიუსი. 29.02.20. საგარეო უწყება განაგრძობს კოორდინირებულ მუშაობას საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან და საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებთან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკითხზე, &ndash

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, არის არასწორი - ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი, 2020 , 15:30

“ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, ეს ინფორმაცია არის არასწორი, ” - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეკრებ

საუბარი იყო კონსტრუქციული - ელიზაბეთ რუდი

27 თებერვალი, 2020 , 14:55

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალურმა შეხვედრამ კონტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში, დიპლომატების ორგანიზებით ხელისუფლებას

ხელისუფლების ახალ საარჩევნო წინადადება - 110 პროპორციული, 40 მაჟორიტარული

27 თებერვალი, 2020 , 14:14

ხელისუფლებამ ოპოზიციას საპარლამენტო მანდატების განაწილების ახალი პროპორცია შესთავაზა, რომლის მიხედვითაც 110 დეპუტატი პროპორციული სისტემით აირჩევა, ხოლო 40 - მაჟორიტარულით.  ინფორმაცია მედიას „ახალი საქართველოს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელება დაიწყო

26 თებერვალი, 2020 , 16:40

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, თავდაცვის უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული

ვანო მერაბიშვილი ხვალ პოლონეთში მიემგზავრება

26 თებერვალი, 2020 , 16:30

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე დღის წინ დატოვა, ხვალ პოლონეთში მიემგზავრება. ინფორმაცია მერაბიშვილის „ფეისბ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`