უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ივლისი, 2018 12:15
font-size

,,საქნახშირი`-ს ადმინისტრაცია უკვე მე-2 დღეა ცდილობს, მეშახტეები შახტში ჩაიყვანოს - მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, პრემიერის მიერ მიღებული შახტების დაკეტვის გადაწყვეტილების მიუხედავად, კომპანია „საქნახშირის" ადმინისტრაცია 2 დღეა, მეშახტეებს შახტში ჩასვლას აიძულებს.

პროფკავშირებმა პრემიერ მამუკა ბახტაძეს მიმართეს, „საქნახშირის“ მიმართ რაიმე სახის შემაკავებელი ზემოქმედება მოახდინოს.

„პირველი იმედგაცრუება პროცესის დასაწყისში - მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორი დღის წინ შახტების დაკეტვის, საფუძვლიანი გამოძიების, საფრთხეების სიღრმისეული შეფასებისა და იძულებითი მოცდენის პერიოდში მეშახტეებისთვის ხელფასის სრული გადახდის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, შპს ,,საქნახშირი"-ს ადმინისტრაცია უკვე მე-2 დღეა ცდილობს, მეშახტეები შახტში ჩაიყვანოს და სამუშაოები გააგრძელებინოს.

ანუ, შახტში, სადაც ორი დღის წინ 10 ადამიანი უსაშინლეს ავარიაში მოჰყვა, რამაც 4 ადამიანის გარდაცვალება და დანარჩენების დაშავება გამოიწვია, მეშახტეებს ჩასვლას აიძულებენ.

მეშახტეები ამის გამო ძალიან გაბრაზებულები, ნაწყენები და იმედგაცრუებულები არიან.

ქვეყანაში, სადაც პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არაფრად აგდებს კონკრეტული კერძო კომპანია, საერთოდ როგორღა უნდა ჰქონდეს რომელიმე მოქალაქეს სახელმწიფო სტრუქტურების ნდობა.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას, კომპანიის მიმართ დაუყოვნებლივ განხორციელდეს რაიმე სახის შემაკავებელი ზემოქმედება...“, -წერია მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების მიმართვაში.

ორშაბათს გამთენიისას ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა, ხოლო 6 დაშავდა.

გამოძიების ვარაუდით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

ტექნიკური უნივერსიტეტეტის ეგიდით საერთაშორისო კოლოკვიუმი ჩატარდა

28 თებერვალი, 2020 , 18:09

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით, 23-28 თებერვალს, კახეთში, ლოპოტას ტბაზე, გაიმართა საერთაშორისო კვლევითი კოლოკვიუმი თემაზე - „ადამიანის უფლებები, როგორც ამოცანა და გამოწვევა დემოკრატიული საზოგადოებისთვის

იტალიასა და ირანთან საავტომობილო გზით ტვირთის გადაზიდვა და მგზავრების გადაყვანა შეჩერდა

28 თებერვალი, 2020 , 16:34

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციისთვის, იტალიასა და ირანთან საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები და საავტომობილო სამგზავრო გადაყვანები შეჩერდა. მათი განცხადებით, 27 თებერვლიდან ორი კვირის

საქართველოდან სამედიცნო პირბადის გაგზავნა ფოსტით იკრძალება - საქართველოს ფოსტა

28 თებერვალი, 2020 , 16:08

''საქართველოს ფოსტის’’ მიერ გავრცელებული განცხადებით, ნებისმიერი რაოდენიბის სამედიცნო პირბადის გაგზავნა საქართველოს ფარგლებს გარეთ ფოსტით იკრძალება. "გაცნობებთ, რომ 2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართვე

იტალიიდან ჩამოსულებს ეძლევათ რჩევა, 14 დღე თვითიზოლაციაში იყვნენ

28 თებერვალი, 2020 , 15:56

იმ ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი იტალიიდან შემოდიან საქართველოში, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხის გათვალისწინებით, ეძლევათ რჩევა, რომ 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ, - შეს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Social Impact Award 2020 იწყება

28 თებერვალი, 2020 , 15:25

საქართველოს ბანკის და UNDP საქართველოს მხარდაჭერით Impact Hub Tbilisi იწყებს საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამა Social Impact Award-ს. სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 25 ქვეყანაში ე

საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

28 თებერვალი, 2020 , 15:15

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. საქართველოს მოქალაქეს იტალიიდან ჩამოვიდა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`