უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 თებერვალი, 2018 17:20
font-size

საქსტატი ახალ გამოკვლევას იწყებს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აკვაკულტურის მეურნეობების საპილოტე გამოკვლევას იწყებს. აკვაკულტურის მეურნეობების გამოკვლევა საქართველოს სოფლის მეურნეობის, გარემოსა და სოფლის სტატისტიკის სტრატეგიული გეგმის 2016-2020 წწ. სამოქმედო გეგმის ნაწილს წარმოადგენს და საქართველოში პირველად ჩატარდება. საველე სამუშაოები ანდროიდ ტაბლეტების გამოყენებით მონაცემთა შეგროვების ახალი მეთოდით (CAPI) განხორციელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქსტატმა საველე პერსონალის ტრენინგები დაიწყო. სწავლება ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

გამოკვლევის მიზანია საქართველოში აკვაკულტურის შესახებ ოფიციალური სტატისტიკის წარმოება. გამოკვლევის შედეგად მიიღება ინფორმაცია აკვაკულტურის მეურნეობების სხვადასხვა მახასიათებლების, მათ შორის, აკვაკულტურის მეურნეობების სარგებლობაში არსებული წყალსატევების, ნედლი თევზის წარმოების, თევზის რეალიზაციისა და დანაკარგების, წყლის ორგანიზმების კვების, სასუქებისა და პესტიციდების გამოყენების, აკვაკულტურის მეურნეობებში გამოყენებული ტექნიკის, აკვაკულტურის მეურნეობებში დასაქმების და დანახარჯების შესახებ.

აღნიშნულ გამოკვლევასთან დაკავშირებით ტრენინგები და საველე სამუშაოები 22 თებერვლიდან 19 მარტის ჩათლით გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. სწავლების მიმდინარეობისას უწყების სოფლის მეურნეობისა და გარემოს სტატისტიკის სამმართველოს თანამშრომლების დახმარებით საქსტატის საველე პერსონალი და რეგიონული სამართველოების 70-მდე თანამშრომელი გადამზადდება.

საკვანძო სიტყვები:

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი