უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 ნოემბერი, 2019 13:10
font-size

საქსტატი ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ მეთოდოლოგიას ნერგავს

15 ნოემბრიდან „საქსტატი“ ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ სტანდარტებზე (SNA 2008) გადადის, რაც ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად მთლიანი შიდა პროდუქტისა (მშპ) და მთელი რიგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშებას გულისხმობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქსტატიდან“ აცნობეს, ეროვნულ ანგარიშთა სისტემა (ეას) წარმოადგენს ინტეგრირებული მაკროეკონომიკური ანგარიშებისა და ბალანსების ერთობლიობას, რომელიც საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ ცნებებს, კლასიფიკაციებს და აღრიცხვის ზოგად წესებს ეფუძნება. მისი მეთოდოლოგიური საფუძველია გაერო-ს, ევროსტატის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ შემუშავებული საერთაშორისო სახელმძღვანელო (System of National Accounts (SNA), 2008).

ეას-ის ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლა ევროკავშირის ქვეყნებმა 2014 წლიდან დაიწყეს. მათ რიგებს 2015 წლიდან ასევე შეუერთდა სომხეთი, თურქეთი, უკრაინა და ბელორუსი.

დღეს, აღნიშნული სისტემა (SNA 2008) მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაშია დანერგილი. ამასთან, ქვეყნების გარკვეული ნაწილი, ისევე როგორც საქართველო, კვლავ ეროვნულ ანგარიშთა სისტემის წინა ვერსიით (SNA 1993) ხელმძღვანელობს.

ეას-ის ახალი მეთოდოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოები, საერთაშორისო ექსპერტების აქტიური ჩართულობით, „საქსტატში“ 2017 წლიდან მიმდინარეობს. ამასთან, მიმდინარე წელს აღნიშნულ სტანდარტებზე გადასვლა გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების სამოქმედო გეგმით.

ეას-ის ახალ მეთოდოლოგიაზე (SNA 2008) გადასვლა ეროვნულ ანგარიშებში მთელ რიგ ცვლილებებს განაპირობებს, რაც ერთის მხრივ უკავშირდება ახალი სტანდარტის შესაბამისად სხვადასხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებელთა გაანგარიშებას, ხოლო მეორეს მხრივ მონაცემთა წყაროს არსებით გაუმჯობესებას, დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასებისა და ადმინისტრაციულ მონაცემთა დამუშავების თვალსაზრისით.

ეას-ის ძველსა და ახალ მეთოდოლოგიას შორის არსებული განსხვავებები ძირითადად დაკავშირებულია ფინანსური შუამავლობის მომსახურების არაპირდაპირი შეფასების (FISIM) ცვლილებასთან, კვლევებსა და დამუშავებასთან დაკავშირებული ხარჯების კაპიტალიზაციასთან და საკუთარი საცხოვრისის პირობითი რენტის გაანგარიშების გაუმჯობესებასთან. მონაცემთა წყაროს გაუმჯობესების სამუშაოები მოიცავს სხვადასხვა სექტორში დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასებას და მაჩვენებელთა ხარისხის გაუმჯობესებას.

როგორც საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, ყოველივე ზემოთქმული განაპირობებს მშპ-ის და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატების საერთო დონის ზრდას. ამასთან, წინა პერიოდის მაჩვენებლებთან ჰარმონიზების მიზნით, ხორციელდება წინა ისტორიული მწკრივის გადაანგარიშება.

ზემოთ აღნიშნული მეთოდოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოები საქსტატში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომელშიც აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები, ასევე დანიისა და ჩეხეთის სტატისტიკის სამსახურების წარმომადგენლები, ევროკავშირის პროგრამა Twinning-ის ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესებისა და დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შეფასების თვალსაზრისით, „საქსტატმა“ მიმდინარე წლის განმავლობაში სპეციალური კვლევები ჩაატარა, რომლის შედეგები ასევე გათვალისწინებული იქნება ეროვნულ ანგარიშებში.

ახალი მეთოდოლოგიით წარმოებული მშპ და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატები საქსტატის მიერ მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნდება. იმავდროულად დაგეგმილია ისტორიული მწკრივის განახლება, 2010 წლიდან.

ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა - კობა გვენეტაძე

23 სექტემბერი, 2020 , 15:55

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებაა. მისივე თქმით, პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიცი

ბოლნისში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს თავს დაესხნენ

23 სექტემბერი, 2020 , 15:00

ბოლნისში, "ქართული ოცნების" აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციისა და ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბებს თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა ჩამოხიეს პლაკატები, დააზიანეს სათვალთვალო ვიდეო კამერები და კედლებზე დაწერეს შეურ

ენმ-ის საარჩევნო კომისიის წევრებს ცრუ მითითებებს სუს-ის დავალებით აძლევდნენ - თინა ბოკუჩავა

23 სექტემბერი, 2020 , 15:00

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცნობით, მათ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს რამდენიმე რეგიონიდან, უკანონო და ცრუ დავალებებს აძლევდნა პირი, რომელმაც თავი გააცნო, როგორც გიორგი ნოზაძე. "ენმ-ის საოლქო საარჩევნო კომისიის წევ

სტუ-ის ფაბრიკაციის ლაბორატორიაში ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთი „ინოვაციურ მაგიდად“ გარდაიქმნა

23 სექტემბერი, 2020 , 15:00

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბმა (ბიზნესინკუბატორი), „5 ინსტალაციის პროექტის“ ფარგლებში, კოვიდპანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანი ინოვაციები განახორციელა, რომელთა შორის ერთ-ერი წარმატებული მოდული &

რევაზ კოპალაძე: ინსტრუმენტები, რომლითაც აღჭურვეს სპეციალური მმართველი და რის გამოყენებასაც აპირებენ, მიმართულია კომპანიის გაკოტრებისკენ

23 სექტემბერი, 2020 , 14:40

„კავკასუს ონლაინი“ საკონსტიტუციო სასამართლოში დავისთვის ემზადება. კომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი რევაზ კოპალაძე ამბობს, რომ სარჩელის შეტ

„ფორდის“ მარკის 300 მიკროავტობუსი დედაქალაქში ეტაპობრივად შემოვა

23 სექტემბერი, 2020 , 14:20

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებით 15 ივლისს გამოცხადებული ტენდერი დასრულდა, 18 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან და 300 ერთეული მიკროავტობუსი ეტაპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.