უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 მარტი, 2018 14:45
font-size

საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა

დღეს ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი კვლევის შედეგები საზოგადოებას სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ წარედგინა. ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ერთობლივი ძალისხმევითა და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა პროექტის ფარგლებში „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“.

საქსტატის ინფორმაციით, კვლევის შედეგად, 2009 წლის შემდეგ პირველად განხორციელდა ეროვნული მასშტაბის მონაცემების მოპოვება ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის შესახებ, ასევე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და აღქმების შესახებ. პირველად საქართველოში, კვლევამ ასევე შეისწავლა სექსუალური შევიწროებისა და ადევნების საკითხები ეროვნული მასშტაბით.

კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. კვლევა მოიცავდა რაოდენობრივ და ხარისხობრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა 15-64 წლის 6006 ქალი და 15-64 წლის 1601 კაცი, ხოლო ხარისხობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 15 ექსპერტული ინტერვიუ, 12 ჩაღრმავებული ინტერვიუ და 20 ფოკუს ჯგუფების დისკუსია.

კვლევის შედეგები ავსებს იმ ვაკუუმს, რომელიც საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებულ მონაცემებში აქამდე არსებობდა და წარმოადგენს დროულ, საბაზისო მონაცემებს ნაციონალიზებული მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორებისთვის. კვლევის შედეგები, ასევე უზრუნველყოფს მტკიცებულებებს პოლიტიკის შემუშავებისათვის, როგორც ეროვნულ დონეზე, ისე ევროკავშირის გენდერული თანასწორობის შესახებ სტრატეგიული ჩართულობის 2019 წლის დოკუმენტის მიზნებისათვის.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი