უკან

საზოგადოება

13 აპრილი, 2018 17:10
font-size

სარა ბენ შემეშის ფონდისა და ისრაელის სახლის მხარდაჭერით ქართველი სტუდენტი იერუსალიმის ჰოლოკოსტის მუზეუმს ეწვევა

ისრაელში მოქმედი სარა ბენ შემეშის ფონდის დაფინანსებითა და „ისრაელის სახლის“ მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტი მაისში იერუსალიმის ჰოლოკოსტის მუზეუმს _ იად ვა-შემს მოინახულებს.

საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტის სტუდენტებს შორის შესარჩევი კონკურსი უკვე ჩატარდა. სტუდენტები უნივერსიტეტში გადიან სპეციალურ კურსს „ჰოლოკოსტი და გენოციდი ვიშეგრადის ქვეყნებში“.

სტუდენტების მიერ ჰოლოკოსტის თემაზე მომზადებული საბაკალავრო ნაშრომების პრეზენტაციას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე და „სარას ფონდის“ დამფუძნებელი რეუბენ ბენ შემეში ესწრებოდნენ.

სადიმპლომო ნამუშევრები წარმოადგინეს ნინო გურასპაშვილმა (თემა: ნაცისტური გერმანიის რასისტული პოლიტიკა (ებრაელების მაგალითზე), ნინო ხუბულავამ (თემა: ჰოლოკოსტი ელი ვიზელის ცხოვრებაში) და თამარ წურწუმიამ (თემა: ბრიტანეთის პოლიტიკა ებრაელთა მიგრაციაზე პალესტინაში (1929-1948) ჰოლოკოსტის თემაზე პრეზენტაცია გამართეს, აგრეთვე, ბაკალავრიატის I და II კურსის სტუდენტებმაც.

საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ცირა ჩიკვაიძის შეფასებით, სტუდენტებმა ქართულ და უცხოურ ლიტერატურაზე დაყრდნობით მონდომებით იმუშავეს თემებზე და ეს მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ახალი თაობა საფუძვლიანად ეცნობა მსოფლიო ისტორიის ისეთ ტრაგიკულ მოვლენას, როგორიცაა ჰოლოკოსტი. „მხოლოდ წარსულის უკეთ შესწავლით შევძლებთ მოვლენების უკეთესად გააზრებას, რომ აღარასოდეს განმეორდეს ის, რაც მოხდა ჰოლოკოსტის წლებში“, _ აღნიშნა ცირა ჩიკვაიძემ.

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იცის მოშე მიესალმა სტუდენტების მონდომებას, შეისწავლონ ებრაელი ხალხის ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი. „თქვენ ხართ ახალი, ხარისხიანი ხიდი ისრაელსა და საქართველოს შორის. ჰოლოკოსტის ისტორიის შესწავლით თქვენ ეცნობით არა მარტო წარსულს, არამედ მთელ მსოფლიოს ეუბნებით, რომ ასეთი საშინელება აღარასოდეს უნდა გამეორდეს. „ისრაელის სახლი“ ყოველთვის მხარს დაუჭერს ქართველი ახალგაზრდების სურვილს, შეისწავლონ ისრაელი და მსოფლიო ებრაელობასთან დაკავშირებული საკითხები, ვინაიდან ეს საქართველოსთვისაც, ქვეყნებს შორის კავშირების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია - მზადდება თაობა, რომელსაც ეცოდინება მუშაობა ისრაელთან და მსოფლიო ებრაელობასთან“, - მიმართა იციკ მოშემ სტუდენტებს.

პრეზენტაციის დასასრულს, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელისა და სარას ფონდის დამფუძნებლის თათბირის შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული კონკურსანტი. იერუსალიმის ჰოლოკოსტის მუზეუმს ნაშრომის „ნაცისტური გერმანიის რასისტული პოლიტიკა“ (თემის ხელმძღვანელი: ცირა ჩიკვაიძე; ექსპერტი: ლალი ფირცხალავა) ავტორი, ნინო გურასპაშვილი ეწვევა.

უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ცირა ჩიკვაიძის თქმით, სასწავლო წლის ბოლოს გამოვლინდება კურსის „ჰოლოკოსტი და გენოციდი ვიშეგრადის ქვეყნებში“ ორი ყველაზე წარმატებული სტუდენტი, რომელთაც სარას ფონდი გადასცემს ერთჯერად სტიპენდიებს.

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 აპრილი, 2024 , 16:33

საქართველოს ბანკი, ბიზნესების გაძლიერებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ოტო მოტორსი წეროვანში სასაწყობე სივრცეს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, სა

მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, მშვიდობიან ფორმებში გამოხატონ პროტესტი, დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს - შსს

16 აპრილი, 2024 , 15:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები კვლავ რჩებიან რუსთაველის გამზირზე და ადგილზე მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ა

ლაზარე გრიგორიადისის საქმის მოსამართლემ მეუღლის უძრავი ქონება დამალა და მშობლებისგან 120 000 ლარი საჩუქრად მიიღო - `საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო`

12 აპრილი, 2024 , 16:42

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული და მეუღლის სახელზე რეგისტ

შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 14:10

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Greet - ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

12 აპრილი, 2024 , 14:02

საქართველოს ბანკი სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს ჰოტელეა საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებ

კახა კალაძე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში გამრეკელის ქუჩაზე მიმდინარე პროექტს გაეცნო

12 აპრილი, 2024 , 13:56

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში მიმდინარეობს არსებული ავარიული 4-სართულიანი შენობის სრული დემონტაჟი, რომელსაც დღეს დედაქალაქის მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი