უახლესი ამბები
- 25.02.2021 21:54კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა -სალომე ზურაბიშვილი
- 25.02.2021 21:21ნატო ჩხეიძე: პროფესიონალიზმის მისხალიც აღარ შერჩათ ამდენ ცამპა-ცუმპაში
- 25.02.2021 20:23პროკურატურამ თავისი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი მიზანი იყო ნიკა მელიას ქცევის კანონის ჩარჩოებში მოქცევა და არა მისი პატიმრობა - მამუკა მდინარაძე
- 25.02.2021 20:02ის გირაო აღარ არსებობს, შეცვლილია პატიმრობით და ახლა გვეუბნებიან უკვე გაუქმებული გირაოს თანხა გადაიხადეთო - ამ ბრიფინგითაც დასტურდება ნიკა მელიას დევნა პოლიტიკური მოტივაციით - ადვოკატი
არქივი
საზოგადოება


სარა ბენ შემეშის ხსოვნის საღამო იერუსალიმში და ქართველი მომღერლით აღფრთოვანებული ისრაელელები
„ისრაელის სახლისა“ და სარა ბენ შემეშის ფონდის ორგანიზებით, იერუსალიმში, ბეგინის ცენტრში გაიმართა გამოჩენილი პედაგოგის სარა ბენ შემეშის ხსოვნის საღამო, რომელსაც ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილე ხილიკ ბარი, ისრაელის განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, სარა ბენ შემეშის ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ. საქართველოდან სტუმრებს შორის იყვნენ „ისრაელის სახლის“ წარმომადგენლები, საქართველოს უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. ცირა ჩიკვაიძე, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი, სარა ბენ შემეშის ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული ნინო გურასპაშვილი და მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე.
ღონისძიებას „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე უძღვებოდა.
სარა ბენ შემეში რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ისრაელის განათლების სისტემის, კერძოდ, სკოლამდელი აღზრდის სფეროს ნოვატორი იყო. როგორც იციკ მოშემ აღნიშნა, სარა ბენ შემეში იყო თვალსაჩინო მოქალაქე, გულმხურვალე სიონისტი და პატრიოტი, რეპატრიაციის შემდგომ ისრაელიზაციის საუკეთესო მაგალითი.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქნესეთის ვიცე-სპიკერმა, ხილიკ ბარმა, სარა ბენ შემეშის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა, ისრაელის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა.
შთამბეჭდავი იყო მომღერალ აჩიკო ნიჟარაძის მიერ ებრაულ და ქართულ ენებზე სიმღერების შესრულება, რომელმაც აპლოდისმენტები დაიმსახურა. ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, ამ დღისთვის აჩიკო ნიჟარაძის შერჩევა სწორედ მისი გამორჩეული ხმისა და მაღალი საშემსრულებლო დონის გამო მოხდა. როგორც დამსწრე საზოგადოებამ აღნიშნა, მათთვის აღმოჩენა იყო არაჩვეულებრივი ვოკალის მქონე მომღერლისგან შესრულებული ქართული სიმღერები და ასევე უაქცენტოდ ნამღერი ებრაული სიმღერები.
საღამოს წამყვანის, იციკ მოშეს თქმით, ეს ღონისძიება იმის დემონსტრირება იყო, თუ როგორ წარმოედგინა სარა ბენ შემეშს ქვეყნებს შორის მაღალი დონის, ხარისხიანი კულტურული კავშირები.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი სარა ბენ შემეშის შესახებ.
„ისრაელის სახლის“ დელეგაციამ მეორე დღეს შეხვედრები გამართა იერუსალიმის მემორიალურ მუზეუმში _ იად ვა-შემში. სწორედ სარა ბენ შემეშის ფონდის გადაწყვეტილება იყო, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ჰოლოკოსტის თემაზე მომზადებული საბაკალავრო ნაშრომებს შორის გამარჯვებულის ავტორი სარას ფონდის დაფინანსებითა და „ისრაელის სახლის“ მხარდაჭერით, იად ვა-შემს მოინახულებდა. მუზეუმის ხელმძღვანელობასთან უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ ცირა ჩიკვაიძისა და „ისრაელის სახლის“ დამფუძნებლის იციკ მოშეს შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოს უნივერსიტეტი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებს ჰოლოკოსტის მუზეუმთან, ხოლო მუზეუმი თავის მხრივ უნივერსიტეტს დაეხმარება შესაბამისი კადრების მომზადებაში.
საქართველოდან სტუმრებმა მოინახულეს, აგრეთვე, ჯვრის მონასტერი, დაათვალიერეს ისრაელის დედაქალაქის სხვა ღირსშესანიშნაობები, იმავე საღამოს ისრაელის მთავრობისა და ქნესეთის წევრებთან ერთად, ქალაქ ნეს ციონაში დაესწრნენ ებრაულ დღესასწაულს „ლაგ ბაომერ“, სადაც აჩიკო ნიჟარაძემ კვლავ შეასრულა სიმღერები ებრაულ, ქართულ და ინგლისურ ენებზე, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
მომღერალმა ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებისგან მიიღო შეთავაზება, ქალაქ რიშონ ლეციონის კულტურის ცენტრში ისრაელელ კოლეგებთან ერთად გამართოს კონცერტი. მასპინძელთა თქმით, მათ მოისმინეს განსხვავებული ქართული მუსიკა, რომელიც არ ჰგავს კომერციული მუსიკოსის შესრულებულს და ეს უდავოდ მაღალი დონის ქართული კულტურის დემონსტრირება იყო.
საკვანძო სიტყვები:

კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა -სალომე ზურაბიშვილი
25 თებერვალი, 2021 , 21:54

ერის გაცოცხლება და მისი დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება არის გამარჯვება ოკუპაციაზე - სალომე ზურაბიშვილი
25 თებერვალი, 2021 , 17:40

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3265 ლარი გახდა
25 თებერვალი, 2021 , 17:20

მესმის, ღიზიანდება მოსახლეობა, როცა ვამბობ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვათ - ამირან გამყრელიძე
25 თებერვალი, 2021 , 16:30

26 თებერვლამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
25 თებერვალი, 2021 , 15:00

ავტოიმპორტიორებს ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის 1 ივნისამდე გაუხანგრძლივდათ
25 თებერვალი, 2021 , 15:00