უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 იანვარი, 2018 13:45
font-size

სარაგბო კლუბი „არმია“ თავდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავს - ისინი უწყებისგან დაფინანსების აღდგენას ითხოვენ

სარაგბო კლუბ „არმიას“ მორაგბეები თავდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ. დღეს გახდა ცნობილი, რომ უწყება კლუბის დაფინანსებას აღარ გააგრძელებს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ დაფინანსების გაგრძელებას. ისინი აღნიშნავენ, რომ კონტრაქტი მაისამდე იყო დადებული, ახლა კი იანვრიდან კონტრაქტის გარეშე დარჩნენ. სპორტსმენების თქმით, ისინი გუნდის გარეშე დარჩნენ სატრანსფერო ეტაპის დახურვის გამო, ასევე მოუწევთ ჩემპონატიდან გათიშვა.

კლუბის პრეზიდენტმა, ზოდიკო ფარქოსაძემ რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა, რომ კონტრაქტის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მიუღია.

„ჩვენთვის არაფერი ცნობილი არ იყო ამდაგვარი და არც არანაირი წერილობითი მომართვა არ გაუვრცელებია ჩვენთვის და არც ჩავუყენებივართ საქმის კურსში. კონტრაქტი დადებული რომ იყო, მერე დაიწყო ამ გუნდის არა დაფინანსებაზე, არამედ სხვა უწყებაზე გადაცემაზე საუბარი. კერძო პირებიც იყვნენ იქ და ასევე, ერთ-ერთ სსიპ-ში უნდოდათ გადაყვანა, მაგრამ რეალურად, ეს არ განხორციელდა“, -თქვა ფარქოსაძემ.

ანა მებურიშვილი

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი