უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 მარტი, 2017 15:05
font-size

სარჩელს შევიტანთ სტრასბურგში, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში - ეკა გიგაური ე.წ. ფარული მოსმენების კანონზე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, არასამთავრობოები ორ ინსტანციაში გაასაჩივრებენ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ - სტრასბურგისა და საკონსტიტუციო სასამართლოებში.

„მოსმენების კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა, მიღებულ იქნა ერთპიროვნულად, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ მიერ, იმიტომ რომ არც საქართველოს პრეზიდენტი, არც ოპოზიციური პარტიები, არც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მოდელს მხარს არ უჭერდნენ, შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ შორის დისკუსია ვერ შედგა. აქედან გამომდინარე, დამატებითი კონსულტაციებია მნიშვნელოვანი და ჩვენ მივესალმებით, თუკი პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას. ჩვენი მხრიდან, ცხადია, ჩვენ შევიტანთ სარჩელს სტრასბურგში, ესაა ის მექანიზმი, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ, ასევე სარჩელს შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა გიგაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 1-ლ მარტს პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტს ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2016 წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო. სასამართლომ პარლამენტს დააკისრა ცვლილებების შეტანის ვალდებულება 2017 წლის 31 მარტამდე.

ანა მებურიშვილი

12 პროექტი, გაწერილი 169 მილიონი ლარი და შესრულება ნული - გიგი უგულავა პასუხისმგებლობას ივანიშვილსა და მთავრობას აკისრებს

16 თებერვალი, 2019 , 14:00

„ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი 12 პროექტი, ჯამურად 169 მილიონი ლარის ოდენობით იყო გაწერილი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში და შესრულება არის ნული,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი

დეკანოზ მამალაძის მწვავედ გამოვლენილ ჩივილს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა - ექიმი

16 თებერვალი, 2019 , 12:57

ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, მარინა გელანტიას განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე კონტაქტურია, თუმცა მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური

მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

16 თებერვალი, 2019 , 12:35

მთაწმინდაზე, მაყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. “რუსთავი2-ის” ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. ცხედარს, ამ წუთებში

სანზონაში 2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა - CO ბუნებრივ აირზე მეტად საშიშია

16 თებერვალი, 2019 , 12:06

სანზონაში 2 წლის ბავშვი CO-თი მოიწამლა. შემთხვევა წუხელ, სადმელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაქირავებულ კერძო სახლში მოხდა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ინფორმაციით, კომპანიის სპეციალისტების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ ს

აფერუმ მაგათ კაცობას, მაგათ ღირსებას და ამბიონიდან ქადაგებას - დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატი

16 თებერვალი, 2019 , 11:35

იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ბოლომდე არ არის დადგენილი თუ რისგან იყო გამოწვეული მარჯვენა ხელ-ფეხის უმოქმედობა, ინსულტის მაგვარია, ამის გამოკვლევა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკასთან მსჯავრდბულ

ხვალ მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს

16 თებერვალი, 2019 , 11:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი მიმდინარე წლის 17 თებერვალს ავტოსატრანსპორტო საშუალებების განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს. ამის შესახებ ,,მედიანიუსს“ შს სამინისტროდ