უკან
უახლესი ამბები
არქივი
რეგიონები
8 მარტი, 2018 12:50
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მხარეს მსუბუქი ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა აღდგა, თუმცა თურქეთის მხარეს მსუბუქი ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან.
შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ შეფერხების მიზეზი თურქეთის მხარეს ელექტრონულ სისტემაში არსებული ხარვეზია. მისივე თქმით, მგზავრებსა და დიდ სატრანსპორტო საშუალებებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება.
მათივე ინფორმაციით, შეფერხებით მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ. მგზავრებს და დიდ სატრანსპორტო საშუალებებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება.
ცნობისათვის, გუშინ 17:00 საათიდან, თურქეთის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „სარფი“ გათიშული იყო საპოლიციო კონტროლის ელექტრონული სისტემა, რის გამოც მოძრაობა სრულად შეჩერებული იყო ორივე მიმართულებით.
ნინო ექვთიმიშვილი