უახლესი ამბები
- 21.02.2019 18:28„ვენდის“ ამერიკული რესტორანი „გალერეა თბილისშიც“ გაიხსნა
- 21.02.2019 17:49ლევან გოგიჩაიშვილი პარლამენტის თავმჯდომარზე - „მე ვფიქრობ, ძალიან არაადეკვატურია ეს ადამიანი“
- 21.02.2019 17:27„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს ახალი კონსტიტუცია მოქალაქეებს საჩუქარად გადასცა
- 21.02.2019 17:20საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მორატორიუმს, სამართლიანია - ბიძინა გეგიძე
- 21.02.2019 17:20განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- 21.02.2019 17:05დამრჩა შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ ანაკლიის პორტის პროექტის განადგურებაა მიზანი - გია ხუხაშვილი
- 21.02.2019 17:05გუბაზ სანიკიძე პრეზიდენტს - რაღაცა მაინც წაიკითხეთ. შეიძლება, ამდენი უვიცობა გამოავლინოთ?
- 21.02.2019 17:05“კოალიცია თანასწორობისთვის“ დამოუკიდებელ ინსპექტორს სერგო მეთოფიშვილის მხრიდან დისკრიმინაციული და სტიგმის გამაძლიერებელი მოსაზრების გამოხატვის საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს
- 21.02.2019 15:50თამარ ბერუჩაშვილმა ბრიტანეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი გააცნო
- 21.02.2019 15:50ტექნოპარკში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს
არქივი
რეგიონები


სარფის საბაჟოზე ხმაურია - მოსახლეობა თურქეთის მიერ გამკაცრებულ სასაზღვრო რეგულაციებს აპროტესტებს
ხმაურია სარფის საბაჟოზე. მოსახლეობა თურქეთ-საქართველოს საზღვარზე დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებს.
აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი ყოველდღიურად გადადიან თურქეთში, საზღვართან ახლომდებარე ქალაქებში სამუშაოდ და გამკაცრებული წესები მათ შეზღუდვებს უწესებს.
აქციაზე იმყოფება უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. მისი თქმით, პროტესტის მონაწილეები საარსებო წყაროს შოვნას თურქეთში მუშაობით ახერხებენ.
„მოქალაქეებს ყოველდღიურად თურქეთის ტერიტორიაზე საზღვრის გადაკვეთა შეეძლო, თუმცა ახალი რეგულაციის მიხედვით, თურქეთში ერთი საათით გადასვლა მოქალაქეს საზღვრის კვეთის ერთ დღედ ეთვლება. 90 დღის ამოწურვის შემდეგ კი ისინი თურქეთში ვერ გადავლენ. მოქალაქეები ლუკმა-პურის ფულს თურქეთის ქალაქებში შოულობენ, სადაც დასაქმებული არიან“,- განაცხადა ბაკურიძემ.
მოქალაქეების დაშლას სამართალდამცავები ცდილობენ.
თურქეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლის სიხშირის კონტროლი გამკაცრდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 1 იანვრიდან შევიდა.
ოფიციალური ანკარის გადაწყვეტილებით, თურქეთის საზღვრის გადაკვეთა და ქვეყენაში რამდენიმე საათით დარჩენაც კი ერთ კალენდარულ დღედ ითვლება. ის მოქალაქეები კი, რომლებიც თურქეთში სხვადასხვა მიზნით ყოველდღე გადადიოდნენ და დღის ბოლოს ისევ ქვეყანაში ბრუნდებოდნენ, 90 დღის საზღვრის კვეთის უფლების გამოყენების შემდეგ, მომდევნო 3 თვის განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში ვეღარ შევლენ ბინადრობის უფლებისა და სამუშაო ვიზის გარეშე.
სამუშაო ვიზის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა კი დამსაქმებელთან დადებული ხელშეკრულება ან დამსაქმებლის მოწვევა, ნასამართლეობის შესახებ ცნობა, საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ფოტოსურათი ბათუმში, ან თბილისში თურქეთის საკონსულოში უნდა წარადგინონ. სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა კი შესაბამის ქვეყნებში არსებულ საკონსულოებს უნდა მიმართონ. ახალი რეგულაცია ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში შესვლას გეგმავს და იგი თურქეთის ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მოქმედებს.
საკვანძო სიტყვები:
სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონის სოფლის რწმუნებულებს თხილის დაცვის პროგრამა გააცნო
21 თებერვალი, 2019 , 14:20

2018-2023 წლებში 227 კმ. ახალი ჩქარსნული მაგისტრალის მშენებლობაა დაგეგმილი
20 თებერვალი, 2019 , 14:00

სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ დაგვანახა, რომ სოფელმა უკეთ იცის რა უნდა - მაია ცქიტიშვილი
20 თებერვალი, 2019 , 13:50
ალექსანდრე მოწერელია ,,EUSR“-ის პოლიციასთან ურთიერთობის ახალ ოფიცერს შეხვდა
20 თებერვალი, 2019 , 13:20

რაჭაში დაკარგული 21 წლის მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება
19 თებერვალი, 2019 , 13:05

ისრაელში აჭარის მიმართ ინტერესი იზრდება
18 თებერვალი, 2019 , 14:00