უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 მარტი, 2022 15:35
font-size

არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ არ სურთ, ორმხრივი სანქციები საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია - კელი დეგნანი

საქართველო ყოველთვის იყო კარგი პარტნიორი საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხრივ, იქნებოდა ეს სანქციები ირანისა თუ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მუშაობენ ისეთი ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ, როგორიცაა საქართველო, აშშ და ყველა ქვეყანა, რომლებსაც სჯერათ თავისუფლების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ 2008 წელს საქართველოს მხარდასაჭერად გამოიყო მილიარდი დოლარი, ჩემი ქვეყნისა და სხვა ქვეყნების მხრიდან იყო მნიშვნელოვანი ინვესტიცია საქართველოს შემაკავებელი შესაძლებლობების გაძლიერების დასახმარებლად. საქართველოს თავდაცვის ძალები უფრო ძლიერია, ვიდრე იყო 2008 წელს, რაც არის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს, აშშ-სა და საქართველოს სხვა მეგობარ ქვეყნებთან ძლიერი თანამშრომლობისა და პარტნიორობის შედეგი. ამ ვითარებაში ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ვაჩვენოთ ერთიანი ფრონტი რუსეთის ამ აგრესიის წინააღმდეგ, რომელიც კლავს ათასობით მოქალაქეს და ანადგურებს უკრაინულ ქალაქებს.

სანქციები მიმართულია რუსეთის ქმედებებზე გავლენის მოსახდენად. მე ვაცხადებ მკაფიოდ, არავინ სთხოვს საქართველოს მთავრობას, დააწესოს ორმხრივი სანქციები, თუ მათ არ სურთ, თუ ეს არ არის ის, რაც მათ გადაწყვიტეს, რომ გააკეთონ. ორმხრივი სანქციები საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია. ის, რაც მოსალოდნელია ყველა ქვეყნისგან და მათ შორის ჩემი ქვეყნისგან, რომლებიც დგანან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, არის საერთაშორისო სასანქციო რეჟიმის აღსრულება “, – განაცხადა დეგნანმა.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი