უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 ივლისი, 2022 10:51
font-size

ცაიტნოტის საჭიროება არ არსებობს, როგორც ჩანს, გადაიაზრა ევროკომისიამ და საბოლოო ჯამში, ყველაფერი გაყვა იმ ლოგიკას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით -ირაკლი კობახიძე

გამართლდა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, რეალურად არავითარი ლოგიკა არ იდგა ცაიტნოტის უკან. ეს ექვსთვიანი ცაიტნოტი უპრეცედენტო იყო თავისთავად, არც ერთი ქვეყნის შემთხვევაში ასეთი რამ არ ყოფილა დადგენილი არასდროს, ვგულისხმობ პოტენციურ კანდიდატთან ასოცირებულ ქვეყნებს და ჩვენ შემთხვევაშიც გაუგებარი იყო, რატომ იყო ექვსთვიანი ვადის დადგენის საჭიროება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, გადაიაზრა ევროკომისიამ ეს ყველაფერი, ადრე თუ გვიან, ეს მოხდება და უმჯობესია, მოხდეს ადრე. საუბარია 2023 წელზე, როდესაც ევროკავშირი ხელახლა გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, არავითარი ისტორიული შანსი არ დაგვიკარგავს და ეს არის სპეკულაცია.

„როგორც ჩანს, დღეს გადაიაზრა ევროკავშირმა, ევროკომისიამ ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში ყველაფერი გაყვა იმ ლოგიკას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ცაიტნოტის საჭიროება არ არსებობს. არაფერი დაგვიკარგავს, ადრე თუ გვიან, ეს მოხდება, უმჯობესია, მოხდეს ადრე. საუბარია 2023 წელზე, როდესაც ევროკავშირი ხელახლა გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას და არსებობს ძალიან დიდი შანსი იმისა, რომ ჩვენ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. გახსოვთ, რომ 2024 წელს გვქონდა დაგეგმილი განაცხადის შეტანა და ველოდებოდით, რომ ორ წელში მოგვენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი, როგორც ეს არის გათვალისწინებული სტანდარტული პრაქტიკით. როგორც წესი ასე ხდება – რაღაც დონეს აღწევ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით, ამის შემდეგ შეგაქვს განაცხადი და ორ წელიწადში დაახლოებით, კარგი პრაქტიკა ასეთია, იღებ კანდიდატის სტატუსს. ასეთი იყო გეგმა, 2024-ში განაცხადის შეტანა და 2026-ში სტატუსის მიღება, თუმცა, ხედავთ, რომ ეს ყველა შემთხვევაში დაჩქარდება. ანუ, საუბარია უკვე 2023 წელზე და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. შესაბამისად, არავითარი ისტორიული შანსი არ დაგვიკარგავს და ეს არის სპეკულაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ზუსტად ასეთივე 12 პუნქტი ევროკავშირმა დაუდგინა მოლდოვასაც და უკრაინასაც.

„აბსოლუტურად იდენტურია ვითარება. შინაარსობრივი არსებითი განსხვავება არ არის. ზუსტად იგივე პუნქტები დაუდგინა, იდენტური მოცულობის და რაოდენობის ევროკავშირმა მოლდოვას და უკრაინას, განსხვავება ერთადერთი არის ის, რომ ჩვენ ამ პუნქტების შესრულების შემდეგ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა და მოლდოვა იმ პუნქტებს არ შეასრულებენ, შეიძლება გადაიხედოს მათი სტატუსი, ეს არის ერთადერთი განსხვავება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე

23 აპრილი, 2024 , 17:34

კონტრაქცია ნიშნავს იმას, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამი - ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუპირისპირონ ამ გულწრფელ და გულანთებულ ქართველებს ის ადამიანები, რომლებიც ძალით მოჰყავთ აქციაზე

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:26

კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი. ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირ

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:21

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი