უკან

საზოგადოება

14 სექტემბერი, 2017 11:45
font-size

„სარფზე“ ყოველდღიურად 30 ათასამდე ადამიანი გადადის, ამიტომ გამტარიანობა ყოველთვს შესაბამისი არ არის - თურქეთის ელჩი

თურქული მხარე „სარფის“ გამშვებ პუნქტზე შექმნილ ვითარებას სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა და მგზავრთა გაზრდილ ნაკადს უკავშირებს.

ამის შესახებ თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ შემოსავლების სამსახურში განაცხადა, სადაც იგი „სარფში“ შექმნილი ვითარების გამო დაიბარეს.

„ახლა აქტიური სეზონია და მაღალია ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საზღვარს გადაკვეთენ. ყოველდღიურად საზღვარზე 30 ათასამდე ადამიანი გადადის, ამიტომ სამწუხაროდ, გამტარიანობა ყოველთვს შესაბამისი არ არის. გარდა ამისა, ახლა თურქეთის მხარეს სარემონტო სამუშაოები გვაქვს, რომელთა დასრულებას წლის ბოლომდე ვგეგმავთ.

ამ კონკრეტულ მომენტში თურქეულ მხარეს გამტარიანობის პრობლემა აქვს. ამიტომ ორივე ქვეყნის წარმომადგენლები ვთანამშრომლობთ, რომ დავძლიოთ სირთულეები“,-აღნიშნა ელჩმა.

„სარფის“ გამშვებ პუნქტზე მგზავრების გატარების მხრივ პრობლემები უკვე რამდენიმე დღეა წარმოიქმა.

როგორც მედიას უკმაყოფილო მგზავრები განუცხადეს, უკვე 10 დღეა თურქი მებაჟეები მათ ნეიტრალური ზონიდან განმარტებების გარეშე უკან აბრუნებენ და შეზღუდვებს უწესებენ.

მონიკა დავლიანიძე

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

15 ნოემბერი, 2019 , 15:34

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართე

ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 153.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

15 ნოემბერი, 2019 , 15:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 153.2 მლნ აშშ დოლარი (454.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.5%-ით (15.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის ოქტომ

ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალზე დიტო ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა

15 ნოემბერი, 2019 , 13:10

"ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" ფარგლებში, ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს, ფილმისთვის „შინდისი“, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს. კინოფესტივალზე ძირითადად ის ფი

ოქტომბერში საარსებო მინიმუმი 3 ლარით გაიზარდა და 192.9 ლარს შეადგენს

15 ნოემბერი, 2019 , 12:45

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 189.9 ლარი შეადგ

საქართველოს ბანკი SWIFT gpi გლობალური გადახდების ინოვაციურ სისტემაში ჩაერთო

15 ნოემბერი, 2019 , 12:15

საქართველოს ბანკი ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. საქართველოს ბანკი პირველი კორპორატიული ბანკია საქართველოში, ვინც SWIFT gpi გლობალური გადახდების სისტემაში სრულად ჩაერთო. SWIFT gpi არის ახალი

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

15 ნოემბერი, 2019 , 11:00

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 15 ნოემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კრწანისის რაიონი – 11:00 საა