უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

10 ივლისი, 2019 15:10
font-size

სარგის კაკაბაძის არქივის გამოფენა გრძელდება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მიმდინარე გამოფენა „სარგის კაკაბაძე“ აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ისტორიკოსის, ფილოლოგისა და არქივისტის, სარგის კაკაბაძის საოჯახო არქივში დაცული მასალა: კაკაბაძეების საოჯახო ფოტოები და დოკუმენტები, გამოუქვეყნებელი და სრულიად უცნობი სამეცნიერო ნაშრომები, სარგის კაკაბაძის კუთვნილი არქეოლოგიური ნივთები, მათ შორის იშვიათი ნუმიზმატიკური მასალა; სარგის, დავით და არტემ კაკაბაძეებთან დაკავშირებული საინტერესო საარქივო დოკუმენტები.

გამოფენა 7 ივნისს არქივების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიხსნა. საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, გამოფენა 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდა.

სარგის კაკაბაძე საქართველოს ეროვნული არქივის (იმ დროისათვის ცენტრალური არქივის) ერთ-ერთი დამფუძნებელი და შემდგომში ხელმძღვანელი იყო. მისი დამსახურებით ეროვნული არქივის ფონდები უმნიშვნელოვანესი დოკუმენტებით შეივსო.

სარგის კაკაბაძის უნიკალურ პირად არქივს მისი შვილიშვილი ცირა კალანდაძე ინახავს. სწორედ მისი დახმარებით ისტორიკოსის არქივის დოკუმენტები ფართო საზოგადოებისთვის პირველად არის წარმოდგენილი ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში.

სარგის კაკაბაძეს უმდიდრესი მემკვიდრეობა დარჩა: მონოგრაფიული ნაშრომები, სამეცნიერო სტატიები, ეპისტოლარული მემკვიდრეობა, ფოტომასალა, ქართული განძის მოძრაობასთან დაკავშირებული ფასდაუდებელი დოკუმენტაცია, რომელიც ამ დრომდე გამოუქვეყნებელია, შესაბამისად, არ არის შესული სამეცნიერო მიმოქცევაში. ეროვნულ არქივში მიმდინარე გამოფენა ამ მასალის ფართო საზოგადოებისათვის გასაცნობად გადადგმული პირველი ნაბიჯია.

გამოფენის დათვალიერება თავისუფალია.

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

6 ივლისი, 2020 , 17:23

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალ

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

2 ივლისი, 2020 , 19:25

ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“ სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში „ევრ

ახალი BENTLEY BENTAYGA - გამორჩეულად დახვეწილი ქროსოვერი

2 ივლისი, 2020 , 17:47

Bentley Bentayga კვლავაც ხდება თავისი სეგმენტის ეტალონი ახალი დახვეწილი ქროსოვერი, ფლობს უპრეცედენტო სიმძლავრეს და გამოირჩევა განსაცვიფრებელი მდიდრულობითა და კომფორტით ყოველდღიურ მგზავრობაში წინა და უკანა ძარების ახალი

პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“

30 ივნისი, 2020 , 16:45

-რეგიონული ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს -ონლაინ ჩემპიონატს რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა მასპინძლობს -ჩემპიონატში მონაწილეობა „ევროპაბეთზე“ ფასიან

ახალი BENTAYGA და სტრატეგია BEYOND100

25 ივნისი, 2020 , 10:22

კომპანიამ Bentley ახალი ბენტეგა მსოფლიოს წარუდგენს 2020 წლის 30 ივნისს, ქართული დროით 20:00 საათზე. ახალი Bentayga იქნება პირველი ავტომობილი, რომელიც გამოშვებული იქნება Bentley Beyond100 ბიზნეს სტრატეგიის ფარგლებში - მოგ

დიდი სპორტი ბრუნდება - მთავარი თამაშები და აქციები, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს

12 ივნისი, 2020 , 17:00

-გერმანიის შემდეგ, ფეხბურთი ესპანეთსა და იტალიაშიც ბრუნდება -მომავალ კვირაში რესტარტი ინგლისის პრემიერლიგაშიც შედგება -„ევროპაბეთი“ სპორტის სეზონის განახლებას აქციებით ხვდება კორონავირუსის მასშტაბური გავრცელე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე