უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

2 დეკემბერი, 2019 14:25
font-size

სასამართლო ბანკი ,,ქართუს“ გაკოტრების საქმეზე განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ბანკი ,,ქართუს“ გაკოტრების საქმეზე განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მედიანიუსი“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„2019 წლის 2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ბანკი ,,ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების ზურაბ ადეიშვილისა და ნიკანორ მელიას მიმართ.

სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო საწარმოში და სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვის ორგანიზება მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, მოსალოდნელი და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ბრალდების საქმეზე, ასევე ყალბი სხვა საგადასახადო დოკუმენტის, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, გამოყენების მიზნით ჯგუფურად დამზადების და გამოყენების ორგანიზების ნაწილში, ასევე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ სხვისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც იურიდიული პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

ზურაბ ადეიშვილს ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობითა და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 3 თვის ვადით, მასვე 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

ნიკანორ მელია სასამართლომ საწარმოში და სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვაში დახმარება მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, მოსალოდნელი და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ბრალდების ნაწილში უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ხოლო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში ნიკანორ მელია გამტყუნდა და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 25 000 ლარის ოდენობით. მასვე, ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი თანამდებობის დაკავების უფლება შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება”, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო დაჯარიმდა

13 ივლისი, 2020 , 12:44

ჯანდაცვის სამინისტრომ ჩOVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებე

პოლიციამ ხაშურში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

13 ივლისი, 2020 , 11:11

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1993 წელს დაბადე

“მე პოლიტიკური პატიმარი ვარ“ - თელავის საკრებულოს წევრს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

11 ივლისი, 2020 , 15:38

თელავის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს, მიხეილ გრემელაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე თამარ კაპანაძემ ა

ნიკა გვარამია დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება

11 ივლისი, 2020 , 15:10

მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლოში დაიბარეს, სადაც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. მიზეზი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "მთავარის" მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების სერიაა

გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, ოჯახის პოზიციაა, „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები, 6-ვე მათგანი ბრალდებული იყოს 109-ე მუხლით

10 ივლისი, 2020 , 17:40

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახის პოზიციაა, „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები, რომლებიც გიორგი შაქარაშვილს გამოედევნენ და დადგა ეს შედეგი, ბრალდებულები იყვნენ სისხლის სამართლის

მირიან ნიკოლაძე - გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და შემდგომ გადააგდეს წყალში

10 ივლისი, 2020 , 17:36

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას, რის შემდეგაც იგი გადააგდეს მდინარეში. როგორც მირიან ნიკოლაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე თავს იკავე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე