უკან

პოლიტიკა

5 ივლისი, 2018 17:25
font-size

სასამართლო სისტემა, ისე, როგორც ნებისმიერი ინსტიტუცია, რომელიც ძალაუფლებას ფლობს, არაა დაზღვეული კორუფციული რისკებისაგან - თამაზ ურთმელიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე, რომელიც ცნობილია იმით, რომ განიხილავდა „რუსთავი 2“-ის საქმეს, გამოეხმაურა „საერთაშორისო საზოგადოება-საქართველოს“ მიერ წარდგენილ კვლევას, რომელშიც საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში კორუფციის რისკებია შეფასებული „მოსამართლის პროფესია, იმ უფლებამოსილების გათვალისწინებით, რაც მას კანონმდებლობით აკისრია, ყველა ქვეყანაში განიხილება, როგორც ერთ-ერთი რესპექტაბელური და საპატიო საქმიანობა.

საზოგადოებაში დაგროვილი ყველა სადავო საკითხი ბოლოს თავს იყრის სასამართლოში, ამიტომ ადამიანის უფლებათა მთავარ გარანტად სწორედ სასამართლო მიიჩნევა.

სასამართლოს უაღრესად მნიშვნელოვანი როლიდან გამომდინარე, საზოგადოება მგრძნობიარედ ეკიდება ყველა პუბლიკაციასა და კვლევას, რაც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მზადდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ უკანასკნელ პერიოდში მომზადებული კვლევა, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციის შესაძლო რისკებს ეხება, ყურადღებას იმსახურებს.

ჩვენ, როგორც საქართველოს პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები თვალყურს ვადევნებთ სასამართლო სისტემაში განვითარებულ ნებისმიერ მოვლენას. სასამართლო სისტემა, ისე, როგორც ნებისმიერი ინსტიტუცია, რომელიც ძალაუფლებას ფლობს, არაა დაზღვეული კორუფციული რისკებისაგან. მაგრამ ისმის კითხვა, რამდენად პასუხობს მოქმედი კანონმდებლობა სასამართლოში არსებულ გამოწვევებს.

10-15 წლის წინ ჩვენ მოწმე ვიყავით სატელევიზიო დაკავებებისა, როცა მოსამართლეებს საკუთარ კაბინეტებში აკავებდნენ სხვადასხვა ბრალდებით და ამის ტრანსლირება ხდებოდა პირდაპირ ეთერში. თუმცა, ამ ხმაურიანმა დაჭერებმა, უზენაესი და ქვემდგომი სასამართლოების მოსამართლეთა იძულებითმა გათავისუფლებებმა დაკავებული თანამდებობიდან, და ზოგადად სასამართლო ხელისუფლებაზე აღმასრულებელი ხელისუფლების უპრეცედენტო ზეწოლამ, რასაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების პირობებში, გამოიღო ის შედეგი, რომ სასამართლო ხელისუფლება გახდა უკიდურესად დასუსტებული და დისკრედიტირებული ორგანო, რომელსაც ინსტიტუციურ დონეზე აღარ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია ხელისუფლების ზეწოლისათვის და ამით დაემკვიდრებინა სამართლიანობა საზოგადოებაში. ეს გზა გავლილი გვაქვს და შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.

ვფიქრობთ, რომ დღეს არსებული დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი უნდა იყოს აღჭურვილი ყველა იმ ოპერატიულ-სამძებრო ინსტრუმენტით, რაც აქვს პროკურატურის ორგანოებს. მათ შორის მტკიცებულებათა მოპოვების, საგამოძიებო ოპერატიული ღონისციებების გატარების და სხვა. დამოუკიდებელი ისპექტორის ინსტიტუტმა უნდა აიღოს მთავარი პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემის გადაცდომების პრევენციაზე, რადგან ჩვეულებრივ პროკურატურის ორგანოების ზედმეტი ჩართულობა სასამართლოს მიმართ არსებულ პრობლემებში გამოიწვევს ამ ორგანოს ფორმალურ, თუ არაფორმალურ ზეწოლას სასამართლოზე, რაც არ იქნება სასურველი დამოუკიდებელი სასამართლოსათვის, რადგან სასამართლოს თვითონ აქვს ვალდებულება, რომ გააკონტროლოს პროკურატურის მიერ მომზადებული სისხლის სამართლის საქმეები. ჩვენი მიდგომა ეფუძნება აშშ-ის ზოგიერთ შტატში არსებულ სისტემას დამოუკიდებელი ინსპექტორის თაობაზე. (2014 წელს აშშ-ის ჯორჯიას შტატში სამსახურებრივი ვიზიტის დროს შევხვდით დამოუკიდებელ ინსპექტორს, რომელიც არ შედის პროკურატურის შემადგენლობაში და არის მთავარი გარანტი სამოსამართლო ეთიკის მაღალი ხარისხისა). აღნიშნული სისტემა გამართულად მუშაობს და აშშ-ის მოსამართლეები არიან ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი პიროვნებები.

ნებისმიერი ორგანოს მთავარი პრინციპი უნდა იყოს, რომ პატივისცემით მოეპყროს მოსამართლეს, როგორც ადამიანის უფლებათა მთავარ გარანტს, როცა სასამართლოს მიმართ ახორციელებს დისციპლინურ ან ნებისმიერ სამართლებრივ პროცედურებს. სასამართლო სისტემისა და ზოგადად მოსამართლეთა მიმართ საზოგადოების ნდობის მოპოვებას (ამის გარეშე კი ეს ხელისუფლება ფიქციად იქცევა), სჭირდება ათწლეულებით მუშაობა, ხოლო უსაფუძვლო კრიტიკა, ნებისმიერი უპატივცემულობა გამოჩენილი სასამართლოსა და მოსამართლეების მიმართ იწვევს მყისიერ ნეგატიურ შედეგებს. საზოგადოებას უჩნდება სამართლებრივი ნიჰილიზმი და იგი აღარ არის კანონმორჩილი. საზოგადოებაში მკვიდრდება ძალადობა და უიმედობა.

საქართველო ახალი დემოკრატიის ქვეყანაა, რომლის უმთავრესი პრობლემა სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე და საზოგადოების მხრიდან არასათანადო ნდობაა, ამიტომ ნებისმიერი ჩინოვნიკისა თუ ჩვეულებრივი მოქალაქის საზრუნავი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაძლიერება, მათი მაღალი რეპუტაცია, რაც უპირველეს ყოვლისა, თავად ხელისუფლების წარმომადგენლების საზრუნავია. ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები ნიშნავს საზოგადოების კეთიდღეობას და ადამიანის უფლებების ძლიერ დაცვას.

როცა ისმის სასამართლოსა და მოსამართლის კრიტიკა, აუცილებელია, რომ უპასუხოდ არ დარჩეს არცერთი ასეთი განცხადება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, სასამართლოთა პრესცენტრებმა, თავად მოსამართლეებმა პასუხი უნდა გასცენ ასეთ პრეტენზიებს, ხოლო თუ დაუსაბუთებელი კრიტიკა გადადის ზომიერ ფარგლებს ან ცილისწამებას აქვს ადგილი, საკუთარი გამოცდილებითაც მიმაჩნია, რომ უპრიანი იქნება სასამართლო წესით მოხდეს რეპუტაციისა და ღირსების აღდგენა, რადგან სასამართლო ხელისუფლების ლეგიტიმაცია მისადმი ნდობაზე გადის“, - წერია განცხადებაში.

ანგარიშის თანახმად, სასამართლო სისტემაში კორუფციის სავარაუდო შემთხვევების ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორებია: მართლმსაჯულების ადმინისტრირებაზე არასათანადო გავლენა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მიერ და სასამართლო ხელისუფლების სისტემური პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია ხარვეზიანი კანონმდებლობით.

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“

25 აპრილი, 2024 , 11:11

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტე

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი