უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ივნისი, 2017 18:20
font-size

სასამართლო სისტემაში დარჩნენ მოსამართლეები, რომლებიც ძალიან მძიმე საქმეებში მონაწილეობდნენ - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დიმიტრი გვრიტიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ სასამართლო სისტემაში რეფორმები ჩატარდა არა საკადრო წმენდის გზით, არამედ სისტემური ცვლილებების ხარჯზე.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკის გამო სასამართლოში დარჩნენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს მძიმე საქმეებში იყვნენ შემჩნეული.

„ბუნებრივია, არ არის პოპულარული იმაზე საუბარი, რომ მოსამართლეები არიან მსხვერპლი, თუმცა კიდევ ერთხელ, რაც შეეხება მოსამართლეთა კორპუსს, თუ არ ვცდები 250 მოსამართლეა საქართველოში და მათ უმეტესობას უწევდა შეხება ისეთ საქმეებთან, რომელთან დაკავშირებითაც კონკრეტული კითხვის ნიშნები არსებობდა. საუბარია ძალიან მძიმე საქმეებზე, მათ შორის, სისხლის სამართლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული. აქ ჩვენ შეგვეძლო წავსულიყავით ორი ალტერნატიული გზით - ერთი იყო სასამართლო კორპუსში სრული წმენდა, თუმცა ამას ჰქონდა თავისი ნეგატიური მხარეები, მეორე გზა იყო სისტემის შეცვლა და არა სასამართლო კორპუსის. საბოლოო ჯამში, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, იქნა გადაწყვეტილება მიღებული მეორე მიმართულებით, კერძოდ, არ მოხდა სრული წმენდა სასამართლო კორპუსში. შესაბამისად, სასამართლო სისტემაში რჩებიან მოსამართლეები, რომლებსაც მათ შორის, მონაწილეობა აქვთ მიღებული გარკვეული პრობლემური საქმეების განხილვაში, თუმცა ეს იყო კიდევ ერთხელ სისტემური გადაწყვეტილება. ამოცანა არის სისტემის შეცვლა რადიკალური საკადრო გადაწყეტილებების გარეშე. ამ გზას თავის დროზე სხვა ქვეყნებმაც მიმართეს, მათ შორის, გერმანიაში ფაშისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ არ შეეხნენ მაგალითად, მოხელეებსა და მოსამართლეთა დიდ ნაწილს. ეს არის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იმიტომ, რომ როცა საქმე ეხება მოსამართლეს, მას უნდა ჰქონდეს პრინციპულად უმწიკვლო რეპუტაცია, თუმცა ჩვენ ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე დაგვაყენა იმ 9-წლიანმა რეჟიმმა, რომელიც საქართველოში იყო ჩამოყალიბებული. ტოტალური საკადრო წმენდა სასამართლოში არ განხორციელდა და ეს არჩევანი თავისთავად გულისხმობდა იმას, რომ სასამართლო კორპუსში დარჩებოდნენ ისეთი მოსამართლეებიც, რომლებსაც ძალიან პრობლემურ საქმეებში ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული. იყო ძალიან სერიოზული დილემა, იყო ორი პრობლემური ალტერნატივა და საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება იქნა მიღებული მეორე ალტერნატივის სასარგებლოდ თავისი პლუსებისა და მინუსების გათვალისწინებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ანა მებურიშვილი

არჩევნების მოახლოვებასთან ერთად პროვოკაციებიც დამძიმდება - ირაკლი კობახიძე

30 სექტემბერი, 2020 , 17:05

დარწმუნებული ვარ, დღეს-ხვალ ვიხილავთ ადამიანებს გისოსებს მიღმა. ეს ასეც უნდა მოხდეს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხ

სანამ შემდეგ უბედურებას გადაგვკიდეს, მშვიდად გავძლოთ კიდევ 4 კვირა და მშვიდობიანად ჩავწიოთ ესენი - მიხეილ სააკაშვილი

30 სექტემბერი, 2020 , 16:10

მიხეილ სააკაშვილი მარნეულში მომხდარ ინციდენტსა და გუშინდელ პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების დელიტიმიტაციის შესახებ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ის, რაც მარნეულში ხდებ

ვაკის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ბიძინა გეგიძის განცხადებით, წინასაარჩევნო კვლევები არსებულ რეალობას არ შეესაბამება

30 სექტემბერი, 2020 , 15:25

ვაკის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ბიძინა გეგიძე, წინასაარჩევნო კვლევების შედეგებს არ ენდობა და აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესები მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება. საშემოდგომო

გიორგი გახარია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

30 სექტემბერი, 2020 , 15:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექ

რას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანს გადაეცა ქართული მიწა უკანონოდ, ტერიტორიულ პრეტენზიას ვუყენებთ აზერბაიჯანს? - დავით ბაქრაძე

30 სექტემბერი, 2020 , 14:20

“მივეჩვიეთ, რომ ყველა არჩევნების წინ „ქართული ოცნების“ მართული პროკურატურა იწყებს სხვადასხვა საქმეებს ძალიან რეზონანსული და ხმამაღალი სახელებით, რაც ასევე რეზონანსულად შუქდება სახელისუფლებო არხების მხრი

მე-9 მოწვევის პარლამენტი დღეს მუშაობას დაასრულებს

30 სექტემბერი, 2020 , 10:55

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს. საკანონმდებლო ორგანოს მოქმედი შემადგენლობით ბოლო პლენარული სხდომა დღეს, 30 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა პლენარული სხდომები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე