უკან

სამართალი

13 მარტი, 2018 13:25
font-size

სასამართლომ 2012 წლამდე პერიოდში, პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის ბრალდებულები დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების პატიმართა წამების, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის ამავე დაწესებულების ორი ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ სცნო.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო განხილვით დადგინდა, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამავე დაწესებულების თანამშრომლების დ.ხ.-ს და ლ.ბ.-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას.

ხსენებული პირები N8 დაწესებულებაში შესახლებისას, ძალადობრივი მეთოდებით უსწორდებოდნენ პატიმრებს, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება.

მსჯავრდებულთა ქმედებების შედეგად პატიმრებს უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო.

ასევე დადგინდა, რომ მსჯავრდებულთა მხრიდან ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პატიმრების საკნიდან თვითნებურად გაყვანას და დაწესებულების კორპუსში მდებარე აბანოში განთავსებას, სადაც ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით ხდებოდა მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება.

სასამართლოზე მტკიცებულებების სახით წარდგენილ იქნა დაზარალებულთა ჩვენებები, რომლებიც სხვადასხვა დროს განთავსებული იყვნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი. ასევე, წარდგენილ იქნა ორ ათეულ ტომად შეკრებილი, სისხლის სამართლის საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები.

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით დ.ხ. და ლ.ბ. დამნაშავედ იქნენ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) და თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ და ზომად ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შემდეგ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და 1 წლითა და 6 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევამციროთ ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული ზიანი - მამუკა ჭელიძე

21 ივნისი, 2018 , 14:55

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხვებიდან დღემდე ოთხი კილოგრამი „ჰეროინი“, 2000 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 100 გრამი „კოკა

ტრეფიკინგში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

21 ივნისი, 2018 , 14:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამი პირის მიმართ ჩადენილ ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) ბრალდებული ხ.ჯ. დამნაშავედ ცნო. როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღ

საქალაქო სასამართლომ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო

21 ივნისი, 2018 , 14:20

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ადვოკატ მიხეილ რამიშვილის სარჩელის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო. ადვოკატი ვარაუდობს, რომ პროცესის გადადება მეუფე იაკობის მიმართ პასუხისმგებლობის არიდების მიზნით ხდება. &bdqu

დიდი ოდენობით ოქროს კონტრაბანდის 5 ფაქტი გამოავლინეს

21 ივნისი, 2018 , 12:40

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის

ტელეკომპანია ,,იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე გიორგი არველაძე დაიკითხა

21 ივნისი, 2018 , 12:40

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა. სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა კომუნიკაციების მარ

სასჯელაღსრულების სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადასვლას გეგმავს

19 ივნისი, 2018 , 15:40

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადასვლას გეგმავს. როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განა

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან