უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 ნოემბერი, 2018 16:35
font-size

სასამართლომ ადევნებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადევნებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებული ნ.გ. დამნაშავედ ცნო.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ნ.გ.-მ სოციალური ქსელის საშუალებით თ.ჩ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური დეტალები შეიტყო. ამ ინფორმაციის გამჟღავნების მუქარით ნ.გ.-მ სოციალური ქსელის მეშვეობით თ.ჩ-ს მისთვის საკუთარი ინტიმური ფოტოები გააგზავნინა და მათი გამჟღავნების მუქარით, 2018 წლის ივლისსა და აგვისტოს თვეში, სოციალური ქსელის და მობილური ტელეფონის საშუალებით დაზარალებულთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა. მუქარების და ზეწოლის ფონზე თ.ჩ. ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა, რის გამოც რამდენიმე სოციალურ ქსელში პირადი გვერდი გააუქმა, რომლებსაც მანამდე აქტიურად იყენებდა და მისი ყოველდღიური ცხოვრების წესს წარმოადგენდა.

სამართალდამცველებმა ნ.გ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2018 წლის 30 აგვისტოს ქ.რუსთავში დააკავეს. ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა) და 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, ე.ი. პირთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს) წარუდგინა. ნ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საკვანძო სიტყვები:

სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული რაიმე ინციდენტი ამ ეტაპამდე არ დაფიქსირებულა - ნათია მეზვრიშვილი

19 მაისი, 2019 , 10:34

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ არჩევნების პერიოდში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ ბრიფინგი გამართა. დღეს, მიმდინარე შუალედური და რიგგარეშე არ

ბრალი აქვს წაყენებული 2 ადამიანს, სამართლებრივ ფარგლებში მიმდინარეობს ყველაფერი - გიორგი გახარია

19 მაისი, 2019 , 10:24

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის მიერ მოხდა ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში გასროლა,განაცხადა, რომ ბრალი აქვს წარდგენილი 2 პირს და მიმდინარეობს გამოძიება. "როდესაც არჩევნებზე ვსაუ

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკების უკანონო გასაღებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

18 მაისი, 2019 , 14:35

შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “ევროკავშირის მხარდაჭე

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 2 პირია დაკავებული

18 მაისი, 2019 , 11:25

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უკრაინის რესპუბლი

პოლიციამ მეუღლის, გერისა და სიდედრის მიმართ განხორციელებულ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

18 მაისი, 2019 , 11:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობისა და ოჯ

საქართველოს სიმდიდრე არის მთა და ის ხალხი, რომელიც ამ მთას ამაგრებს - მამუკა ბახტაძე

17 მაისი, 2019 , 16:39

საქართველოს სიმდიდრე არის მთა და ის ხალხი, რომელიც ამ მთას ამაგრებს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომის მოსახლეობას, რომელსაც დღეს შეხვდა. მთავრობის