უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

17 მაისი, 2018 17:30
font-size

სასამართლომ ადევნებაში ბრალდებულს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადევნებაში ბრალდებული ს.მ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ს.მ. სოციალური ქსელისა და სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ცდილობდა ა.ტ.-სთან მისთვის არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას და უკანონო თვალთვალს, აკითხავდა სხვადასხვა ადგილებში და მის გაკონტროლებას ცდილობდა. ასევე ს.მ.-მ დაზარალებულს არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ემუქრებოდა, რომ ყველგან ნახავდა და მის ქცევას გააკონტროლებდა. აღნიშნული ქმედების შედეგად ა.ტ. მუდმივად განიცდიდა შეურაცხყოფას, დამცირებას და შანტაჟს, რაც იწვევდა მის ტანჯვას და მუდმივი თვალთვალის გამო ვერ ახერხებდა თავისუფლად გადაადგილებას.

სამართალდამცველებმა ს.მ. 2018 წლის 11 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ს.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

„შავი ზღვის უნივერსიტეტის“ ქონებაზე დაკისრებული ყადაღა მოხსნილია

22 ოქტომბერი, 2018 , 14:50

შემოსავლების სამსახურმა „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოდან გაიტანა, რაც გულისხმობს, რომ მოხსნილია საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებაზე დაკისრებული ყადაღა. საქალაქო სასამართლოში პროც

ყიფიანი `ომეგა ჯგუფის` საქმეში ივანიშვილის, ფარცხალაძის, გახარიას, დავით მაღარაძისა და `ზარალას` როლზე საუბრობს - სკანდალური ვიდეო ჩანაწერი

22 ოქტომბერი, 2018 , 13:45

რუსთავი 2 ,,ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მეორე ვიდეოჩანაწერს ავრცელებს.  ჩანაწერში ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილსა და "ომეგა ჯგუფის" სხვა წარმომადგნელებს უყვება, რომ ყველა პრობლემას ივანიშვილს ოთარ ფარცხალაძე უგვარებდა

,,ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით პირველი ვიდეოჩანაწერი ვრცელდება

22 ოქტომბერი, 2018 , 13:18

"რუსთავი 2" “ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებით მორიგ ჩანაწერს ავრცელებს. ამჯერად ფარული ჩანაწერი ვიდეოფაილია, რომელში ლევან ყიფიანი მასსა და ფარცხალაძეს შორის მომხდარი დაპირისპირების დეტალებს იხსენებს. სპო

ბიზნესმენის გატაცების სქემაში ჩართული იყვნენ აფხაზი კრიმინალური ავტორიტეტები - პროკურორი

20 ოქტომბერი, 2018 , 16:20

ბიზნესმენის შვილის, გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეში ახალი გარემოებები გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ გამოძიება ამ დრომდე კიდევ ეძებს დანაშაულებრივი დაჯგუფების არაერთ წევრს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურორმა ბექა

მოსამართლემ ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გატაცებაში ბრალდებულ 5 პირს პატიმრობა შეუფარდა

20 ოქტომბერი, 2018 , 15:20

ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის, გიორგი დეკანოიძის გატაცებაში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და კალისტრატე ერქვაიას, მამუკა მ

ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმეზე დაკავებული კიდევ 2 პირი გაათავისუფლეს

20 ოქტომბერი, 2018 , 14:55

ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეზე დაკავებული 10 პირიდან კიდევ 2 გაათავისუფლეს. ამის შესახებ 1tv.ge იტყობინება.  მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამი პირი მტკიცებულებების არ არს

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`