უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

17 მაისი, 2018 12:50
font-size

სასამართლომ არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბაგა-ბაღის აღმზრდელის თანაშემწე დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ე.ჯ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ( ორი ეპიზოდი).

მთავარი პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის ოქტომბერში, ქ.თბილისში, ერთ-ერთ საბავშვო ბაგა-ბაღში, აღმზრდელის თანაშემწემ ე.ჯ.-მ ბაგა-ბაღის აღსაზრდელზე ძალადობა განახორციელა, რა დროსაც იგი იატაკზე დააგდო. ასევე დადგინდა, რომ ე.ჯ-მ 2018 წლის იანვარში, ბაგა-ბაღის მეორე აღსაზრდელზეც იძალადა, რის შედეგადაც ბავშვი იატაკზე დაეცა. ე.ჯ-ს ქმედებით ბაგა-ბაღის ორივე აღსაზრდელმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

ე.ჯ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ; ორი ეპიზოდი) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.ჯ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.

ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი პატიმრობაში რჩება

22 მაისი, 2018 , 16:30

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი პატიმრობაში რჩება. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ

სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

22 მაისი, 2018 , 15:05

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული ნ.თ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. მთავარი პროკურატუ

არ ვცნობ თავს დამნაშავედ - ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული

22 მაისი, 2018 , 13:50

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. "არ ვცნობ თავს დამნაშავედ არც ერთ ბრალში", - განაცხადა ლადო გრიგალაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიდმინარე სხ

საიამ რუსთავი 2-ის საქმეზე ევროპულ სასამართლოში სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა

22 მაისი, 2018 , 13:00

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ( საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლო მეგობრის მოსაზ

კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს

22 მაისი, 2018 , 11:20

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს. უ

პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის დაფარვის გამოძიების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

22 მაისი, 2018 , 10:50

საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის დაფარვის გამოძიების საქმეზე განცხადებას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვა

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე