უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 მაისი, 2017 18:45
font-size

სასამართლომ ბიუჯეტის კუთვნილი 5 მილიონი ლარის მითვისებაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის მითვისებაში ბრალდებული ი.ც. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შპს ,,ჰიგიენა 2009“-ს დირექტორმა ი.ც-მ 2016 წლის მარტიდან 2017 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის შპს ,,ჰიგიენა 2009“-ის საბანკო ანგარიშზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განთავსებული სახსრებიდან, ნაღდი ანგარიშსწორებით გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 5 004 188.27 ლარი.

ი.ც. -ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის მითვისება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით).

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ი.ც. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით განუსაზღვრა.

საკვანძო სიტყვები:

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი