უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 ოქტომბერი, 2017 14:10
font-size

სასამართლომ დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში სამი ბრალდებული დამნაშავედ სცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ს.ყ. და გ.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ხოლო თ.ქ. სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 3 იანვარს, ქ. ბათუმში, ადლიის ქ. მიმდებარე ტერიტორიაზე ს. ყ. გ. ა.-სთან და თ. ქ.-სთან ერთად თავს დაესხა შ.პ.ს „იალჩინ მარკეტ“-ის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურეობრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. თავდამსხმელებმა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, აღნიშნული პირები იმავე ავტომანქანით ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც დანით და ცეცხლსასროლი იარაღით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ შ.პ.ს „იალჩინ მარკეტ“-ის კუთვნილ 148,546 ლარს და მარკეტის თანამშრომელთა პირად ნივთებს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა გ. ა. ქ.ფოთში, ხოლო ს. ყ. ქ.ბათუმში 19 იანვარს დააკავეს. რაც შეეხება თ.ქ.-ს, იგი 21 იანვარს ქ. ბათუმში იქნა დაკავებული. ს.ყ.-ს და გ.ა.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით), ხოლო თ.ქ.-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით).

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გ.ა.-ს და თ.ქ.-ს 8 წლითა და 6 თვით, ხოლო ს.ყ.-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ კომპანია `ბადაგონის` დამფუძნებელ გიორგი სალაყაიას სახელზე აღრიცხული ქონებები დააყადაღა

20 ივლისი, 2018 , 21:00

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოსარჩელე შპს "გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის" მოთხოვნა დააკმაყოფილა. მოსამართლე ანა ჩოგოვაძის გადაწყვეტილებით, კომპანია "ბადაგონის" დამფუძნებელ გიორგი სალაყაიას მის

დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობისთვის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და ცრუ ჩვენებისთვის სასჯელი გამკაცრდა

20 ივლისი, 2018 , 16:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები უკვე გამოქვეყნდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ცვლილების აუცილებლობა საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობის კუთხით პრაქტიკაში არსებულმა პრობლემებმა და დანა

გიორგი გახარია ლიეტუვას მთავრობის კანცლერს შეხვდა

20 ივლისი, 2018 , 14:05

საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ლიეტუვას მთავრობის კანცლერს, ალგრიდას სტონჩაიტისს შეხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლიეტუვას საგანგებო და ს

„ფარული ჩანაწერების საქმეზე“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

20 ივლისი, 2018 , 14:05

„ფარული ჩანაწერების საქმეზე“ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. კერძოდ, დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქმეზე ბრალდებული კონსტიტუცი

სტრასბურგის სასამართლომ 2004 წელს გულნარა სარიშვილი-ბოლქვაძის შვილის გარდაცვალების ფაქტზე ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა დაადგინა

20 ივლისი, 2018 , 14:05

2018 წლის 19 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე − „სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ“ − გადაწყვეტილება გამოიტანა და 2004 წელს მომჩივან გულნარა სარიშვილი-ბოლქვაძის შვილ

NOKIA-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის რეალიზების ორი ფაქტი გამოვლინდა

20 ივლისი, 2018 , 11:45

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ორი ფაქტი გ

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან