უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 მაისი, 2018 14:20
font-size

სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები გ.გ., ლ.ს. და ბ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე ლ.ს და ბ.გ. შეიჭრნენ ქ.თბილისში ქინძმარაულის შესახვევში მდებარე ს.ს. "საქართველოს ბანკის“ ექსპრეს სერვისცენტრის ფილიალში, ხოლო გ.გ. კი ცდილობდა გარე პერიმეტრის გაკონტროლებას. თავდასხმის დროს ბ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბანკის მოლარე-ოპერატორს, რის შემდეგადაც თავდამსხმელები ჯგუფურად დაეუფლნენ ს.ს. "საქართველოს ბანკის“ კუთვნილ თანხას 4254 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა გ.გ. და ლ.ს. 2017 წლის 20 დეკემბერს, ქ.თბილისში, ხოლო ბ.გ. 2017 წლის 21 დეკემბერს ქ.ქუთაისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

თბილისში `ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის` ოფისი გაქურდეს

18 აგვისტო, 2018 , 14:00

თბილისში "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისი გაქურდეს. ოფისი პარტიის წარმომადგენლებს დღეს დილით გატეხილი დახვდათ. ოფისიდან წაღებულია ტექნიკა, სადაც, როგორც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთმტკიცებად ამოღებული 5,5 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკები გაანადგურა

18 აგვისტო, 2018 , 12:40

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 200 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა.  უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის 700 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებ

გურიაში მომხდარ თვითმკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

18 აგვისტო, 2018 , 11:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული მ.თ., თვითმკვლ

საკონსტიტუციო სასამართლომ შალვა ნათელაშვილის სარჩელი სემეკ-ის წინააღმდეგ წარმოებაში არ მიიღო

17 აგვისტო, 2018 , 15:25

საკონსტიტუციო სასამართლომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის სარჩელი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) წინააღმდეგ წარმოებაში არ მიიღო. სარჩელი ბუნებრივ

დედა-შვილი ახალშობილი ბავშვის გაყიდვის ბრალდებით დააკავეს

17 აგვისტო, 2018 , 12:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბ

სუს-მა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის საქმიანობის შესწავლა დაიწყო

16 აგვისტო, 2018 , 16:20

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ააიპ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ბოტანიკური ბაღების მ

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან