უკან

სამართალი

22 მაისი, 2018 15:05
font-size

სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული ნ.თ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ.გორში ნ.თ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, სხეულის სხვადასხვა არეში ხელის და ფეხის მრავალჯერადი დარტყმებით ფიზიკური დაზიანებები მიაყენა მ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად მ.ს. იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ნ.თ. 2017 წლის 26 ივლისს ქ.გორში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ნ.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

19 მარტი, 2024 , 10:50

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამო

სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო და მას 1 100 000 აშშ დოლარად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა

18 მარტი, 2024 , 11:41

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატ

პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15 მარტი, 2024 , 15:35

საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, ასევე, ნარკოტიკული საშუალების და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სა

დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ეგვიპტისა და ერაყის ორი მოქალაქე დააკავეს

15 მარტი, 2024 , 13:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ეგვიპტისა და ერაყის 2 მოქალაქე დააკავეს

მამის მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

14 მარტი, 2024 , 16:53

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ინფორმაცი

მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ბრალდებულ 3 პირს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

14 მარტი, 2024 , 13:49

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ბრალდებული სამი პირი დამნაშავედ ცნო. მათ სასჯელის სახედ და ზომად 8-8 წ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი